blog

ბრენდინგი და ბლოგები

როგორც უკვე რამდენჯერმე ავღნიშნეთ, ბლოგების დაპოსტვას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს - განსაკუთრებით როდესაც ბილდერს ხმარობთ.

თუმცა, როცა ორგანიზაცია ნაკლებად პოპულარულია, რთულია ბრენდინგის კუთხით სწრაფი პროგრესის ქონა, მითუმეტეს როდესაც საქმე ბლოგებს ეხება.

ზოგადად, საქართველოში ნაკლებადაა ხალხი ბლოგების კითხით დაინტერესებული, ვიდრე სიტყვაზე აშშ-ში. ამიტომაც, თუ გსურთ უკეთესად გამოიყენოთ ეს მედიუმი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გაქვს გასათვალისწინებელი.

ამ ფაქტორებსაც და ზოგადად ბლოგების და ბრენდინგის მიმართებას განვიხილავთ ამ კონკრეტულ პოსტშიც.


6467565c1031c.jpg



პრობლემები და კითხვები

რადგან თქვენი ორგანიზაცია დიდი ალბათობით არ ჰყავს მუდმივი და მასშტაბური აუდიტორია რომ ბლოგები იკითხოს, საჭიროა დროებით მაინც მიიპყროთ მათი ყურადღება.

ერთი საკმაოდ მარტივი და ხელსაყრელი ხერხი ამის გასაკეთებლად არის ისეთი პოსტების დადება, რომლებიც პასუხობენ გარკვეულ პრობლემას ან კითხვას.

ასეთ შემთხვევაში პირველივე ან მეორევე აბზაცშივე მოკლედ უპასუხეთ კითხვას, ან გადაჭერით პრობლემა. შემდეგ, კი უშუალოდ გექნებათ საშუალება უფრო ვრცელი პასუხი გასცეთ. თუ ვთქვათ შეუძლებელია ერთ აბზაცში პასუხის ჩატევა, მაშინ და-bold-ეთ ის მონაკვეთები, რომლებიც დასკვნებს ან მნიშნელოვან პირობებს წარმოადგენენ.

მნიშვნელოვანია, რომ ბლოგები უშუალოდ ამ კონკრეტულ თემაზე კონცენტრირდებოდეს. საკუთარი სერვისები ან პროდუქტები მომხმარებლებს შესთავაზეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რელევანტურია.

აქვე, დამატება შეგვიძლია იმისა, რომ ეს რჩევა ეხება ზოგადად დროებით პოპულარულ, ტრენდულ თემებსაც. შესაძლოა გარკვეული საკითხი სიღრმისეულად არ აქვს მიმოხილული ვინმეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ასეთი შანსები ხელიდან არ გაუშვათ, მითუმეტეს როცა ტრენდული თემა თქვენს ინდუსტრიას შეეხება.



646756769cde6.jpg



კონტენტის ხარისხი

ზემოთაღწერილი რჩევები უფრო გათვალისწინებულია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც საკმაოდ მალე სჭირდებათ პოპულარიზაცია. თუმცა, ზოგადად უკეთესია კომპანიამ თანდათანობით მიიზიდოს სხვადასხვა ადამიანები და აუდიტორიას მის მიმართ პროფესიული ნდობა გამოაჩენინოს.

ბუნევრივია, ეს დამოკიდებული იქნება ისეთ ელემენტებზე, როგორებიცაა კონტენტის ხარისხი, თქვენი პრინციპები, ღირებულებები, ესთეტიური თუ ეთიკური სტანდარტები, ა.შ.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული shortcut-ები, ჯობს მაინც სტაბილური საფუძველი ჩაუყაროთ საკუთარ ორგანიზაციას.

ეცადეთ რაიმე გარკვეული ნიშა აირჩიოთ და მასთან დაკავშირებულ თემებზე მაღალი დონის კონტენტი განათავსოთ. ხშირად გამოიყენეთ კვლევები და სანდო წყაროები, რათა აუდიტორია მეტად გენდოთ.


სერვისები და პროდუქტები

შესაძლოა თქვენი ვიზიტორების მნიშნელოვანი ნაწილი ყოყმანობდეს რაიმეს ყიდვის დროს, რადგან არ იცოდეს გარკვეული დეტალები ამა თუ იმ სერვისსა თუ პროდუქტზე.

ამის გამოსწორება შეგიძლიათ უშუალოდ სერვისებსა თუ პროდუქტებზე ორიენტირებული ბლოგებით. მათში აღწერეთ თუნდაც როგორ უნდა მიიღონ მათ ეს ისინი, რას ითვალისწინებს ესენი უფრო კონკრეტულად, რა უპირატესობები აქვთ მათ, ა.შ.

შეგიძლიათ ბლოგები იმ თემებზე დადოთ, რომლებიც რაღაც დონეზე დაკავშირბულია თქვენს საქმიანობასთან და შესაბამისად უშუალოდ ბლოგში მოკლედ გააცნოთ ვიზიტორს თქვენი ორგანიზაცია ამ კუთხით.



64675689cea82.jpg



დეტალები

ყურადღება მიაქციეთ სახელებს. ისინი უნდა იყოს მოკლე, კონკრეტული და დამაინტრიგებელი. ყველაზე მეტი კონცენტრაცია კი იმაზე უნდა იყოს, რომ აკურატულად გადმოსცემდეს ბლოგის შინაარს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მომხმარებლები საერთოდ არ დაინტერესდნენ თქვენი პოსტით, ან გაღიზიანდნენ შეუსაბამობის გამო.

ასევე ერიდეთ ზედმეტად აბსტრაქტულ ფრაზებს, გაწელილ წინადადებებს, ვრცელ აბზაცებს, გრძელ შესავლებს და მსგავს ელემენტებს. ორიენტირებული იყავით ინფორმაციის სწრაფად და გასაგებად მიწოდებაზე, ა.შ.

გამოიყენეთ ვიზუალური ელემენტები, რომლებიც ასე თუ ისე თანმიმდევრულია სხვადასხვა ბლოგ პოსტების გადმოსახედიდან. ბუნებრივია, რომ სტილი ოდნავ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ტონი უმჯობესია არ განსხვავდებოდეს. მომხმარებელზე შთაბეჭდილებას დატოვება ასე უფრო მარტივია.

ზუსტად იგივე მიზეზის გამო, წერის სტილიც ჯობს თანმიმდევრული იყოს. მიაჩვიეთ თქვენი აუდიტორია თქვენ წერის მანერას.

ასევე, მომხმარებლები მიაჩვიეთ გარკვეულ რიტმს. თუ ყოველდღე გადაწყვეტთ პოსტების დადებას, მაშინ დადეთ ყოველდღე. უკეთესია ერთი და იგივე დროს ქნათ, რადგან მომხმარებლებმა ადრე თუ გვიან გაიაზრონ ესეც. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა გარკვეულ სეგმენტებს ვერ გაწვდეთ ასე. ამიტომაც, შეგიძლიათ ორივე სცადოთ. პოსტების ნაწილი რუტინულად დადოთ, ნაწილი კი სპონტანურად.

გაზიარება :