blog

იდეები მარკეტინგული კამპანიებისთვის

მარკეტინგული კამპანიების წამოწყებისას ორგანიზაციის წევრებს უხდებათ უამრავი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება. რთულია ასეთ დროს პრიორიტეტულად დავალაგოთ სხვადასხვა ელემენტები და შემდეგ, დროის განვმალობაში, ვცვალოთ განაწილებული რესურსები.


ზუსტად ამის გამო, ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს დიდი ინტერესი ამ დარგის მიმართ. ერთი მხრივ, ეს პრობლემურს ხდის კონკურენციას მსხვილმასშტაბიან და წვრილმასშტაბიან ბიზნესებს შორის. ისედაც დიდი უპირატესობის მქონე ბიზნესები მარტივად ჯობნიან მსგავს კონკურენტებს უბრალოდ მეტი ფულის დახარჯვით. 


ამის გათვალისწინებით, ჩვენ გვსურს შემოგთავაზოთ გარკვეული რჩევები რომლებიც იმედია დაგეხმარებათ როგორც მარკეტინგული სქემების დასახვაში, ასევე მათ სისრულეში მოყვანაში. ბუნებრივია, მხოლოდ ამ რჩევებით წარმატებულ მარკეტინგულ კამპანიებს ვერ წამოიწყებთ მარტივად, თუმცა ორიენტირიც საკმაოდ გამოსადეგია ბევრი მომხმარებლისთვის.


პირველ რიგში, უნდა ავღნიშნოთ მომხმარებლების როლი ასეთ სიტუაციებში. ჩვენ ამ თემას ცენტრალურად ხშირად ვხდით სხვადასხვა ბლოგებში, რაც გასაკვირი არც უნდა იყოს. თქვენი ონლაინ ბიზნესი წარმატების უდიდესი კომპონენტი სწორედ სხვებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა.



63a04c1bdb242.jpg



ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია და ითვალისწინებს უამრავი სხვა პრობლემის გადაჭრას. საიტი უნდა იყოს საძიებო სისტემებში პრიორიტეტული, სერვერები მაღალხარისხიანი, დიზაინი არ უნდა იყოს დამაბნეველი, ხელმისაწვდომობა გათვალისწინებული, ნავიგაცია ინტუიტიური, ხოლოდ ფუნქციონალური მხარე გამართული.


ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის რომ ურთიერთობების ჩამოყალიბების რეალური შესაძლებლობები დაისახოთ. 



სხვადასხვა რესურსები


მარკეტინგული კამპანიის სქემა ერთი საკითხია, ამ კამპანიის დამატებითი საშუალებებით რეკლამირება კი მეორე. სოციალური მედია წარმოადგენს საკმაოდ კარგ საშუალებას ზუსტად ამ უკანასკნელის კუთხით. 


ყოველ ბრენდი ცდილობს ადამიანების ცხოვრებაში შეიჭრას და თუნდაც რამდენიმე წამი მათი ყურადღება გადაიტანოს რაიმე საკითხზე. ასეთ სიტუაციებში, ცენტრალური ხდება უშუალოდ მიდგომა და არა მხოლოდ საშუალებები რომლითაც ამის გაკეთებას ცდილობთ. 



63a04c3c034c3.jpg



მხოლოდ იმაზე ნუ იფიქრებთ როგორ დააინტერესოთ კონკრეტული ინდივიდები რაიმე სპეციფიური აქციებით ან პოსტებით. მომხმარებლები ენდობიან იმ ფირმებს, რომლის შესახებაც გარკვეული წარმოდგენა აქვთ. თუმცა, უშუალოდ კონტენტი რაც შეიძლება პერსონალიზირებული უნდა იყოს. თუ საშუალება გაქვთ რომ გქონდეთ ხშირი ონლაინ კავშირი მომხმარებლებთან აქაც იგივე რეკომენდაცია გვაქვს. 


ამის გათვალისწინებით, ბლოგ პოსტები და სოციალური მედიის პოსტები რომლებიც უკეთ აცნობს თქვენს სამიზნო აუდიტორიას როგორც ორგანიზაციას, მის წევრებს, ასევე მათ ღირებულებებს, ხედვებს და ინტერესებს. 


ისინი ელიან თქვეგან გულისხმიერ მოპყრობას და მაღალი ხარისხის სერვისს, მაგრამ  ამ კატეგორიების წარმოჩენა ერთ თუ ორ პოსტში პრაქტიკულად შეუძლებელია. 


დაფიქრდით თქვენი ბრენდის ძლიერ მხარეებზე და შეეცადეთ მისი სუსტი მხარეები სხვადასხვა ელემენტებით აანაზღაუროთ. 


და ბოლოს, შეგიძლიათ იმ კომპანიებისგან გაითვალისწინოთ რჩევები რომლებსაც თქვენთვითონვე ენდობით, ან თუნდაც მათგან მაგალითები აიღოთ გარკვეულ კომპონენტებში. 



წინასწარი ანალიზი


წინდახედულობა აქ ძალიან ბევრ პრობლემას და იმედგაცრუებას აგარიდებთ თავს. ამ წინდახედულობისთვის კი ჯერ საჭიროა გარკვეული კონტენტ სტრატეგიის შემუშავება. კონტენტ სტრატეგია არის სხვადასხვა ტიპის ანალიზების შედეგი და ის მოიცავს იმ მატერიალს რომელსაც სხვადასხვა მედიუმებით აწვდით საკუთარ მომხმარებლებს.



63a04c50d61b4.jpg



ამ კუთხით, ინდუსტრიისა და თქვენი კონკურენტების სტრატეგიების გამოკვლევა საკმაოდ საყურადღებოა. დამატებით, ზოგს კრიტიკა უფრო ეადვილება ვიდრე საკუთარი იდეების მოფიქრება. ამიტომ, შეგიძლიათ სუსტი მხარეები ეძებოთ და შეეცადოთ შესაბამისი უპირატესობები გამოიყენოთ. 


აქვე ავღნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია არ ფოკუსირდეთ მხოლოდ კოვერსიებზე, მოგებაზე ან მსგავს მაჩვენებლებზე. თითქმის ყოველთვის, ასეთ სიტუაციებში უამრავ სხვადასხვა ცვლადთან გვაქვს საქმე, რომლებიც არ დაიყვანებიან ერთ ან ორ მსგავს ციფრამდე. 


შეგიძლიათ იფიქროთ სხვადასხვა ტიპის პარტნიორულ ურთიერთობებზეც. იმის მიხედვით თუ რისი შეთავაზება შეგიძლიათ სხვა ორგანიზაციებისთვის შესაძლოა თქვენი მარკეტინგული კამპანიები ძალიან გაამარტივოთ. 


მაგრამ, თუ მარკეტინგულ კამპანიაზე სერიოზულად ფიქრობთ აქ უკვე გარკვეულ დონეზე მაინც უნდა გესმოდეთ თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის სამიზნო აუდიტორია. შუა კამპანიის დროს სამიზნო აუდიტორიაში გარკვევა ხშირი და მძიმე შეცდომაა. 


გაზიარება :