ის თუ როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს თქვენი ორგანიზაცია რასაკვირველია ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს მის პოპულარიზაციაში. პირველი ნაბიჯი მომხმარებლის მხრიდან არის თქვენი საიტის პოვნა - რაც SEO-ს ხარჯზე ხდება. ამის შემდეგ უკვე უშუალოდ სერვერის და ბრენდინგის როლი იკვეთება.
ერთი მხრივ სერვერის, იმიტომ რომ მისი ხარისხი განაპირობებს თუ რამდენად სწრაფად იტვირთება თქვენი საიტი, რამდენად ჩქარია მისი რეაგირება სხვადასხვა ღილაკის დაჭერაზე, იტვირთება თუ არა ყველა ელემენტი დროულად, ა.შ. შესაბამისად ბრენდინგი უშუალოდ დაქვემდებარებულია გარკვეულ ეფექტურ გადაწყვეტილებებზე რომლებიც უკავშირდება SEO-ს და სერვერს.
თუმცა ამის შემდეგ უშუალოდ ბრენდინგზეა ბევრი რამ დამოკიდებული. პირველ რიგში, უნდა ავღნიშნოთ რომ ბრენდინგის ტრადიციული გაგება როგორც ფერების, დიზაინ ელემენტების და ლოგოს ჯამი საკმაოდ ზედაპირული და უგულისყუროა. ბრენდინგზე გავლენა უფრო მარტივი და ეფექტურია იმ კონტენტით და მიდგომებით, რომლებსაც თქვენ აარჩევთ.
ურთიერთობა სამიზნო აუდიტორიასთან
სამიზნო აუდიტორიის სხვადასხვა სეგმენტებთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება ყველაზე მნიშნელოვანი რამაა ბრენდინგში. არც დიზაინი, არც ფუნქციონალური მხარე, არც SEO და არც სერვერი არ თამაშობს ისეთ საყურადღებო როლს თქვენი ონლაინ-ბიზნესის წარმატებაში როგორც ეს ფაქტორი.
ეს მრავალმხრივ შეიძლება გამოიხატოს. შეგიძლიათ მესიჯებზე ყურადღებით და უფრო მეტი გაგებით უპასუხოთ, დაიმახსოვროთ ლოიალური მომხმარებლები და მათ განსაკუთრებული აქციები და ფასდაკლებები შეთავაზოთ, გააგზავნოთ იმეილები საჭიროებისამებრ, ასე შემდეგ.
ასევე შეგიძლიათ პატარ-პატარ კითხვარები დადოთ რომელიმე პლატფორმაზე, ან შექმნათ ჯგუფი სადაც სხვადასხვა საკიტხს მიმოიხილავთ და აქტიური იქნებით კომენტარებშიც; მოკლედ, მოერიდეთ მხოლოდ პროფესიული ინფორმაციის განთავსებას.
პროფესიონალურობა და დიზაინი
პირველ რიგში, ავღნიშნავთ რომ მომხმარებლების მიმართ მზრუნველი მიდგომა არ ითვალისწინებს მხოლოდ წინა აბზაცებში ჩამოთვლილ ფაქტორებს. როგორი სიფრთხილით ეძებთ ინფორმაციას, ერიდებით თუ არა პლაგიატს ან ინფორმაციის ირიბად გადმოტანას, ისევე როგორც სხვისი (არა-stock) სურათების გამოყენებას, უთითებთ თუარა წყაროებს და ლინკებს როდესაც ეს მიზანშეწონილია, ეს ყველაფერი გამოხატავს რამდენად სერიოზულად უდგებით თქვენ საკუთარ პროფესიულ ურთიერთობას მომხმარებლებთან.
დამატებით, შეგიძლიათ თქვენი ძველი პროექტები და მათი მოკლედ მიმოხილვა დაურთოთ ან ბლოგს ან სპეციალურად გამოყოთ კატეგორია სადაც მსგავსი ინფორმაცია იქნება დართული.
დიზაინის კუთხით მოერიდეთ ზედმეტად ბევრ კომპონენტს, აირჩიეთ რამდენიმე ცენტალური მათგანი და შაბლონებიც სწორედ მათ გარშემო ააწყვეთ. ეს დაეხმარება მომხმარებელს უფრო ადვილად დაიმახსოვროს და ამოიცნოს თქვენი კომპანია. ფერიც ერთი ან ორი აარჩიეთ (რეკომენდირებულია სამს არ აცდეთ, რადგან კონტრასტის პრობლემა იქნება) და მათ გარშემო ააწყვეთ დიზაინის ის კომპონენტები რომლებსაც საიზტე განათავსებთ.
სხვა რჩევები
თუ არ იცით ზუსტად რაზე გაამახვილოთ ბრენდიგნის კუთხით ყურადღება, შეგიძლიათ იმაზე ფიქრით დაიწყოთ თუ რომელი კონტენტის ელემენტები არ შეესაბამება თქვენ ორგანიზაციას, დიზაინის რომელი დეტალები არ შეესაბამება დანარჩენებს, დარღვეულია თუ არა ტონი და თანმიმდევრულობა ზოგიერთ დიალოგში, ბლოგში ან სოცალური მედიის პოსტსში.
თუ ამ ყველაფრის შემჩნევაც გირთულდებათ შეგიძლიათ თქვენ თანამშრომლებთან ერთად განიხილოთ ის ღირებულებები, იდეები და საკითხები რომლებიც თქვენთვის პრიორიტეტულია იმისათვის რომ შემდეგ ისინი გამოკვეთოთ ბრენდინგში. ზოგადადაც რეკომენდირებულია
და კიდევ, შეგიძლიათ თქვენ კონკურენტებს ან ინდუსტრიაში მყოფ ლიდერებს გადახედოთ, შეადაროთ თქვენი ვებ-საიტი, ვებ-გვერდები და საერთოდ ორგანიზაციის სახის სხვადასხვა ასპექტები. თუ ასეთი ფაქტორი არ გაქვთ მისი პოვნა რასაკვირველია საყურადღებო ხდება. როდესაც ამას მოახერხებთ შეეცადეთ მასზე გააკეთოთ კონცენტრაცია. მომხმარებლები როდესაც იღებენ გადაწყვეტილებას ბრენდის არცევისას ამგვარი განმასხვავებელი ფაქტორები ბევრ რამეს ცვლიან როგორც წესი.
ორი სიტყვით ვახსენებთ რომ ბლოგ პოსტები საკმაოდ კარგი გზაა რომ მომხმარებლებს გააგებინოთ თქვენი ბრენდის შესახებ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. თუმცა, ბლოგის ნახვა და მისი წაკითხვა უკვე ნიშნავს რომ თქვენ გარკვეული ეფექტური ნაბიჯები გადადგიტ ბრენდინგის კუთხით.
როგორც წესი, თქვენი ბრენდი უნდა ასახავდეს თქვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას სამიზნო აუდიტორიაზე ისევე როგორც ორგანიზაციაში მყოფი ადამიენებისთვის მნიშნელოვან ღირებულებებს. ამ ზოგადი სქემით მიდგომა უფრო გაგიადვილებთ კონკრეტული პრობლემების გადაჭრას.