ბიზნესის ფუნდამენტალური არსი სწორედ საკუთარ სამიზნო აუდიტორიასთან ღირებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაშია. ეს არის ის ელემენტი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი მასშტაბის ორგანიზაციისთვის. ის არის რეპუტაციის ჩამოყალიბების, შესაბამისი პროდუქტების შეთავაზების, სასიამოვნო ურთიერთობების დაწყების ქვაკუთხედი. თქვენს მომხმარებელს ზედაპირული იდეა მაინც უნდა ქონდეს იმის შესახებ თუ ვისთან აქვს საქმე.
ხშირად კომპანიები ცდილობენ ამ ეტაპს გვერდი აუარონ, მსხვილმაშტაბიანები ძირითადად იმიტომ რომ ბაზარზე საკუთარი ადგილი უკვე დამკვიდრებული გონიათ, შედარებით პატარა ბიზნესების გარკვეული ნაწილი კი თვლის რომ ამას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.
ბუნებრივია, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუ თქვენ Wik-ის პლატფორმას გამოიყენებთ საიტის დამზადებასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა უკვე თავიდან არიდებული გექნებათ. შესაბამისად, მეტი დრო გრჩებათ უშუალოდ დიზაინის ელემენტებზე და იმ ვებ-გვერდების დამატებაზე რომლებიც უკეთ აღწერენ თქვენი კომპანიის მახასიათებლებს, ძირითად მიზნებს, ხედვებს, იდეებს, ღირებულებებს, ა.შ. რომც ვთქვათ სხვა პრობლემას წააწყდეს მომხმარებელი თქვენს საიტზე ან თქვენთან ურთიერთობაში თუ ის პოზიტიურადაა განწყობილი ორგანიზაციის მიმართ, მეორე (ან მესამე თუნდაც) შანსიც გექნებათ.
ენა, ტონი, დიზაინი
რა თქმა უნდა, ყოველი დიზაინერულ ელემენტს თქვენ ბიზნესზე ინფორმაციის გადმოსაცემად ვერ გამოიყენებთ. მსგავსი რადიკალური ხედვები უფრო დამაბნეველია მომხმარებლისთვის და თქვენი თანამშრომლებისთვის ვიდრე საგულისხმო. თუმცა, არც საპირისპირო მიდგომაა გონივრული. მომხმარებლებს, ცნობიერად თუ არა, აქვთ იდეები იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სხვადასხვა ტიპის საიტი. შესაბამისად, თუ რაიმე განსაკუთრებულად კრეატიულ მიდგომას არ ირჩევთ, ჯობს ეს მოლოდინები გაითვალისწინოთ (და ზოგადად გაერკვეთ თუ რას ითვალისწინებს ისინი).
ზოგი ტიპის ორგანიზაციას ახასიათებს უფრო პროფესიონალური მიდგომები, ზოგს მეტად ლაღი, ა.შ. ფერებიც უფრო გამოკვეთილი უკანასკნელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი. ზოგადად დიზაინი საკმაოდ პირდაპირი და მარტივი უნდა იყოს თუ, ვთქვათ, თქვენი ორგანიზაცია მიმართულია იმაზე რომ მომხმარებელს რაიმე სერვისი ან ინფორმაცია რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს, წინააღმდეგ შემთხვევებში შესთავაზეთ მათ შედარებით მეტი CTA-ები, ზოგადად ვარიანტები რომ საკუთარი ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ.
რამდენიმე მარტივი რჩევა
ბუნებრივია, ეს საკითხი საკმაოდ ვრცელი და სიღრმისეულია, ერთი-ორი მსგავსი პოსტითაც ვერ გადაწყდება, ორგანიზაცია მუდმივად უნდა იყოს დაკავებული საკუთარი ურთიერთობების ანალიზით. ბლოგების დადება სხვადასხვა საკითხებზე ამ პროცესს საკმაოდ ამარტივებს. თუნდაც კვირაში რამდენიმე ბლოგის დადება იმ თემებზე, რომლებიც თქვენთვის რელევანტურია ძალიან კარგი გზაა რომ როგორც SEO-ს კუთხით, ასევე ზოგადად, განვითარდეს თქვენი ორგანიზაცია.
ასევე, მნიშვნელოვანია აუდიტორიის სხვადასხვა სეგმენტებზე იფიქროთ და მხოლოდ 1-2-ზე არ გაამახილოთ ყურადღება. ეს შეგიშლით ხელს პოტენციალური კავშირების გაბმაში, რაც თავისთავად საკმაოდ საყურადღებოა. დიდი პლიუსია, თუ იცით რატომ შემოდის საშუალო მომხმარებელი თქვენს საიტზე, რას ეძებს, რატომ ტოვებს მას - ესეთი დეტალები დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზაციის მნიშვნელოვნად პოპულარიზაციაში.