blog

კონტენტ სტრატეგია თქვენი ბლოგებისთვის

წინასწარ დაგეგმვა იმისა თუ რას განათავსებთ თქვენს საიტზე და როგორ წარმოაჩენთ თქვენ ონლაინ ბიზნესს იშვიათად არის ურიგო იდეა. Wik-ის სერვისების გამოყენების შემთხვევაში თქვენ გეძლევათ საშუალება რომ სურვილისამებრ განათავსოთ ბლოგ პოსტები საიტზე.


ჩვენ ერთ-ერთ ბლოგში უკვე ავღნიშნეთ რომ ამ მედიუმის გამოყენება ზოგადად რეკომენდირებულია მისი სხვადასხვა უპირატესობების გამო. თუმცა, ერთია თუ რა პლიუსებს ვხედავთ ბლოგების დადებაში და მეორეა თუ როგორ უნდა მივუდგეთ კონტენტის სტრატეგიას ბლოგებთან მიმართებაში. სწორედ ამ უკანასკნელს განვიხილავთ ამ პოსტში. 



ტონი


უპირველესყოვლისა, ჯობს გადაწვიტოთ თუ როგორი ტიპის ტონი ექნება თქვენ მიერ წარდგენილ კონტენტს. იმის მიხედვით თუ რომელ ინდუსტრიაში ხართ, კონკრეტულად რას საქმიანობთ და როგორია თქვენი სამიზნო აუდიტორიის დემოგრაფიული თუ სხვა ტიპის მაჩვენებლები, შესაძლოა მეტად შესატყვისი იყოს უფრო ცივი, პროფესიონალური ტონი, ან პირიქით ლაღი და მხიარული, ან საერთოდ დამარწმუნებელი, არგუმენტებით სავსე, ა.შ. 



63c685cebbc2a.jpg



ამის განსასაზღვრათ კარგი იქნება თუ იფიქრებთ იმაზეც თუ როგორ გინდათ რომ პროფესიული ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ თქვენ მომხმარებლებთან, რომელ ტონი ასახავს ყველაზე მეტად ამ მიმართების ტიპს? 


ასევე მიაქციეთ ყურადღება თქვენი ტონის თანმიმდევრულობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ სხვადასხვა ტიპის უპირატესობას დაკარგავთ.



კონტენტის ტიპი


რეკომენდირებულია რამდენიმე საკითხი აარჩიოთ და თქვენი ბლოგები სწორედ მათ გარშემო ტრიალებდეს. ამისთვის მარტივი მიზეზი არსებობს. ამ კონტენტის განთავსების ერთ-ერთი მიზეზი აუდიტორიის მიზიდვაა, თუ თქვენ მრავალ თემაზე საუბრობთ რომელთა შორისაც კავშირები სუსტია, დიდი ალბათობით დაკარგავთ აუდიტორიის სეგმენტების ინტერესს.


სწორედ ამის გამო ჯობს რომ ხშირად და სპონტანურად არ ცვალოთ თქვენი არც მიდგომა და არც ნამუშევრები. მაგრამ, თუ მაინც გადაწყვეტ 10-მდე სხვადასხვა თემაზე წერას, ჯობს ამის კატეგორიზირება გააკეთოთ და გარკვეულ წილად მაინც დააკავშიროთ ერთმანეთთან. 


ასევე მოერიდეთ მხოლოდ უნიკალურობაზე ყურადღების გამახვილებას, ძალიან ბევრი ორგანიზაცია სწორედ ამიტომ ვერ იზიდავს მომხმარებლებს. ძირითადად, მათ არ აქვთ ისეთი ორგინალური მოთხოვნები რომ მიწოდებაც ამას ასახავდეს. თუმცა, თუ მაინც გინდათ რომ გამოირჩეთ თქვენი კონკურენტებისგან სწორედ ამ კრიტერიუმით და არ იცით როგორ გადადგათ პირველი ნაბიჯები, შეგიძლიათ ქეისის განხილვა ან რომელიმე კვლევის ანალიზი დადოთ პოსტად. 



63c6860502b59.jpg



კონტენტის შინაარსი


პირველ რიგში, საჭიროა ავღნიშნოთ რომ თქვენი ბლოგების კომპლექსურობა უნდა ირეკლავდეს თქვენი სამიზნო აუდიტორიის განათლების დონეს ამ კონკრეტულ საკითხში. ბუნებრივია სასიამოვნო და საინტერესოა როდესაც დიდ და რთულ მასალას ამუშავებთ და ცდილობთ ცოდნა მისცეთ თქვენი საიტის ვიზიტორებს, თუმცა სამწუხაროდ ეს მიდგომა მოითხოვს კონტექსტუალურ ფონს. 


ანუ თუ თქვენი მომხმარებლები ვერ ერკვევნიან ამ თემაში, თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი ნდობა მოპოვებული, ისევე როგორც სახელი ან უბრალოდ დიდ სეგმენტებს ვერ იზიდავთ, ხშირად ამგვარი შრომა არც თუ ისე ეფექტური გამოდის. 


მაგრამ, ასეთი შეცდომებიც სრუალიად პრობლემური ნამდვილად არ არის. რადგან ერთი მხრივ, გეძლევათ საშუალება რომ გაიღრმავოთ ცოდნა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ - მომავალში თუ გადაწყვეტთ - შეგეძლებათ ძველი ბლოგების რეკონფიგურაცია, განახლება ახალი ინფორმაციით. 



ფორმატინგი


და ბოლოს, ხაზს გავუსვამთ იმას რომ თქვენი პოსტების ფორმატი საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც SEO-ს კუთხით, ასევე იმისთვისაც რომ უფრო სასიამოვნო იყოს ნავიგაცია. 


მიაქციეთ ყურადღება ჰედერებს და ზოგადად შეეცადეთ ძალიან დიდი აბზაცები არ წეროთ. Google ავტომატურად ამოწმებს რამდენად გამართულად გაქვთ საიტის ჰედერები განლაგებული (მაგ, Heading 1, Heading 2, ა.შ). იერარქია მკაცრად უნდა იყოს დაცული. 



63c68625bd5db.jpg



რაც შეეხება სიტყვების რაოდენობას, შეეცადეთ დაახლოებით 500 სიტყვა მაინც დაწეროთ, უკეთეს შემთხვევაში 750. ბუნებრივია, ყოველდღე თუ აპირებთ პოსტების დადებას ეს შესაძლოა პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს, მაგრამ მაინც ეცადეთ შედარებით დიდი დრო დაუთმოთ ამ საკითხს.


რასაკვირველია ბლოგის გაწელვა საკმაოდ ცუდი იდეაა, ამიტომ თუ სათქმელი არ გაქვთ დამატებით არაფერი ჯობს ისევ შედარებით პატარა ბლოგს დასჯერდეთ. 



ლინკები & Linkers


ისევ რომ დავუბრუნდეთ SEO-ს და ნავიგაციას, ლინკების ეფექტურად გამოყენება საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელსაწყოა პრაქტიკულად ნებისმიერი ონლაინ-ბიზნესისთვის რომელსაც ბლოგი აქვს. 


ერთი მხრივ გეძლევათ საშუალება რომ ერთმანეთთან დააკავშიროთ მრავალი სხვადასხვა პოსტი, მეორე მხრივ კი ვიზიტორს აძლევთ საშუალებას უპრობლემოდ გააგრძელოს ნავიგაცია, მიიღოს ახალი ინფორმაცია, ა.შ.


სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ პლატფორმა Linkers, რომელიც გაწვდით სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას იმ მომხმარებლებზე, რომლებიც თქვენ ლინკებს იყენებენ. დამატებით, Linkers-ის საშუალებით შეგიძლიათ სწორედ ამ სეგმენტისკენ მიმართოთ თქვენი რეკლამები. 

გაზიარება :