მარკეტინგთან მიმართებაში რთულია განვსაზღვროთ ზუსტად რა არის ეფექტური მარკეტინგ კამპანია ან გეგმა და რა არა. ეს მეტწილად გამოწვეულია მარკეტინგული მიღწევების არბიტრარულობაზე და ანტი-პიარის (PR) პერიოდულ ეფექტზე. რა თქმა უნდა, არცერთმა ორგანიზაციამ განზრახ არ უნდა გადაწვიტოს ანტი-პიარ კამპანიის დაწყება. ასეთ შემთხვევებში ძალიან რთულია ცვლადების ზუსტად განსაზღვრა და შესაძლოა ყველაფერი კრახით დასრულდეს.
ზოგადად, შეგვიძლია დავიწყოთ იმით რომ ნებისმიერი მარკეტინგული გეგმის დასახვისას აუცილებელია რომ ეს გეგმა არ ითვალისწინებდეს აუდიტორიის მოტყუებას. ასეთი მიდგომები, ძირითადად, მხოლოდ მოკლე ვადებში ამართლებს, კომპანია კი მალევე კარგავს სახელს. რეპუტაციის აღდგენა კი ამ სფეროში ძალიან, ძალიან რთულია. შესაბამისად, თუ რაიმე მიზნები გაქვთ ჯობს პირდაპირები იყოთ თქვენს მომხმარებლებთან.
ფორმები და გარიგებები
როდესაც მომხმარებლებს სთხოვთ რაიმე ფორმაზე პასუხებს ან რაიმე ტიპის თანხმობას კარგად და მარტივად აუხსენით თუ რას ითხოვთ მათგან. უფრო და უფრო ხშირი ხდება ხალხის მოტყუება 200 გვერდიანი წესებით და პირობებით. თუმცა, ეს გავრცელებული ტყუილი უკვე იპყრობს დიდ ყურადღებას უშუალოდ მომხმარებლების მხრიდანაც. ამიტომ, თუ მათ დარჩებათ ისეთი შთაბეჭდილება რომ თქვენ ცდილობთ რაღაც დეტალი გააპაროთ, მაშინ ბუნებრივია ნდობას დაკარგავენ. იმ შემთხვევაშიც თუ ეთიკა თქვენი პრიორიტეტი არაა, ნდობა მაინც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია კონვერსიებთან მიმართებაში ამიტომ ყველა ვარიანტში ზარალდებით.
დაახლოებით იგივე შეგვიძლია ვთქვათ პროდუქციაზე და სერვისებზე. აქაც გულახდილობას მოაქვს ბევრი პლიუსი, ხოლო სიცრუე ძირითადად სახელს უტეხს ბრენდს. ეს განსაკუთრებით საგულისხმო ფაქტორია როდესაც მწვავე კონკურენცია არის გაკრვეულ ინდუსტრიაში. ასეთ სიტუაციაებში გადაწყვეტილება ხშირად სწორედ ამაზე დაიყვანება ხოლმე. საშუალო მომხმარებელს არ ესმის თქვენი სერვისების დეტალები, თუმცა მას აინტერესებს როგორი ექცევით თქვენს მომხმარებელს, რამდენად სანდო ხართ, ა.შ.
ნდობის დაკარვა ასევე მოქმედებს თქვენი გუნდის იმიჯის პრაქტიკულად ყოველ დეტალზე. მაგალითად, თუ თქვენ ხშირად დებთ ბლოგებს საკუთარ ღირებულებებზე, მომხმარებლები დაიწყებენ ასეთი პოსტების აღქმას როგორც ფარისევლურს. თუ პოსტებს კვლევებზე ან მსგავსი სახის ინფორმაციაზე დებთ, მაშინ ცხადია რომ, ხანდახან მაინც, ჩათვლიან რომ მიწოდებული მონაცემები არასწორია - ან ფაქტები დამახინჯებული.
კონტენტ მარკეტინგი
ერთი მხრივ არსებობს რეკომენდაციები დიზაინსა და ფუნქციონალზე, თუმცა ამჯერად ჩვენ ამაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. მეორე მხრივ, აუცილებელია რომ თქვენი კონტენტი არა აბსტრაქტულად და განცალკევებულად წეროთ, არამედ მიმართოთ თქვენ აუდიტორიას. პოსტების სიხშირე, ბლოგ პოსტების მასშტაბი, მათი კომპლექსურობა, რამდენად ორიგინალურია თქვენი პოსტები (როგორც წესი ორგინალურობა საერთოდ არაა საჭირო და ამაზე კონცენტრირება პირიქით დააზიანებს თქვენს კომპანიას), არის თუ არა თანმიმდევრული თქვენი დიზაინის ელემენტები და საერთოდ ბრენდინგი.
ეს ფაქტორები დამოკიდებულია თქვენი სამიზნო აუდიტორიის ანალიზზე, მათ მოლოდინებზე. რთულია (ან არარეკომენდირებული) პირდაპირ შაბლონის გამზადება სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის. თუმცა, უნდა შეგეძლოთ, ნებისმიერ ინდუსტრიაში, ერთი-ორი ხელსაწყოს, სერვისის ქონა ან თქვენს ონლაინ-ბიზნესს უნდა გამოარჩევდეს რაიმე კონკრეტული ფაქტორები რომ რეკლამირებას მკვეთრი ადრესატი ქონდეს.
სამიზნო აუდიტორიის უკეთ გაცნობა კი დაგეხმარებათ უკეთ შეარჩიოთ საკვანძო სიტყვები/ფრაზები, რომლებსაც დაარეკლამებთ Google-ში.
სანამ უშუალოდ დავამთავრებთ ამ საკითხის განხილვას, ორი სიტყვით უნდა ავღნიშნოთ რომ SEO-ს გარეშე ეს რჩევები უადგილო იქნება. თუ გსურთ თქვენი SEO პრობლემების ავტომატურად აღმოჩენა, ჩვენი პლატფორმა mySEO ზუსტად ამ ფუნქციას ასრულებს.
რამდენიმე პლატფორმის გამოყენება
შესაძლოა თქვენი ორგანიზაციის რეკლამირება ბევრად უფრო ადვილი და მომგებიანი აღმოჩნდეს რომელიმე კონკრეტულ პლატფორმაზე. სხვადასხვა სოციალურ აპლიკაციებს განსხვავებული მიდგომები სჭირდებათ. თუ თქვენი ორგანიზაცია გამოირჩევა დიზანის შესრულებით შეგიძლიათ Instagram-ზე კონცენტრირდეთ, თუ თქვენს გუნდზე გსურთ ყურადღების გამახვილება TikTok-ზე, თუ უფრო ბალანსირებული მიდგომა გსურთ Facebook-ი საუკეთესო ვარიანტი ჩანს, მეტად პროფესიულისთვის კი LinkedIn.
ასევე, თუ გაქვთ დრო და საშუალება ხშირ ხშირად დადეთ ბლოგ პოსტები. ჩვენთვითონ ცოტა ხნის წინ მიმოვიხილეთ ეს საკითხი და იმედია დაგეხმარებათ ის პოსტი სიტუაციაში უკეთ გარკვევაში.
პროექტების და კამპანიების დაგეგმვა
ამ სფეროში იშვიათია ბევრი რამ ისე წავიდეს როგორც თავიდან გვეგონა. მაგრამ, ამისდა მიუხედავად შესაძლო პრობლემებისთვის წინასწარ მომზადება და ალტერნატიული ვარიანტების ქონა პრაქტიკულად ყოველთვის გამოსადეგია. ისეთ სიტუაციებში როდესაც არამოსალოდნელ პრობლემასთან ან შეცდომასთან გაქვთ საქმე, მათი სწრაფად გამოსწორება შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
შეეცადეთ მეტად სპეციფიური გეგმები, კამპანიები და რეკლამები გქონდეთ. როგორც წესი, ზოგად ტერმინებზე მხოლოდ ტოპ კომპანიების გვერდებს აჩვენებს Google. თუ თქვენ შესაძლებლობა არ გაქვთ რომ მარკეტინგში ბევრი რესურსი დახარჯოთ, მაშინ ჯობს რომ ისეთი არეები
მობილურისთვის ოპტიმიზაცია
მომხმარებელთა დაახლოებით ნახევარი თქვენს ვებ-გვერდებზე მობილურით შემოდის ამიტომ მნიშვნელოვანი ხდება კონკრეტული გვერდების ოპტიმიზაცია სხვადასხვა სატელეფონო მოწყობილობისთვის. Google-იც აღნიშნავს რომ ეს ფაქტორი ძალიან მნიშნელოვანია მათი დარანკვის კრიტერიუმების მხრივ. თუ გსურთ რომ უცებ შეამოწმოთ მორგებულია თუ არა თქვენი ვებსაიტი მობილურ მოწყობილობებზე შეგიძლიათ Google-ის ხელსაწყო გამოიყენოთ.