blog

მარკეტინგი და სოციალური მედია

მხოლოდ ბილდერზე აქტიურობა ბუნებრივია რომ არაა საკმარისი წარმატებული მარკეტინგული სტრატეგიების დასახვისთვის. ვებსაიტის, ისევე როგორც ორგანიზაციის, პოპულარიზაციის უამრავი სხვადასხვა გზა არსებობს.

ამ ბლოგში ჩვენ ვკონცენტრირდებით ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანზე - სოციალურ მედიაზე. რომც საიტს ძალიან კარგი სეო მაჩვენებლები ქონდეს, მაინც საჭიროა დამატებითი ხერხების გამოყენება იმისათვის, რომ სამიზნო აუდიტორიის უფრო დიდ სეგმენტებთან გქონდეთ წვდომა.

ძირითადად ონლაინ-ბიზნესების მიზნები ეხება ბრენდის ცნობადობას და მომხმარებლებთან უფრო სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ჩვენც სწორედ ამ ორ ძირითად საკითხს შევეხებით. თუ კონკრეტული ვებსაიტების და პლატფორმების მახასიათებლები გაინტერესებთ, ისევე როგორც მათი კავშირი ზოგადად ბრენდინგთან მიმართებაში, შეგიძლიათ ჩვენი წინა ბლოგები იხილოთ.

სანამ უშუალოდ გადავალთ ანალიზზე, უნდა ავღნიშნოთ რომ სხვადასხვა აპლიკაციებისა თუ კომპანიების პოლიტიკის გამო, გაგიჭირდებათ სხვა ორგანიზაციებისთვის კონკურენციის გაწევა თუ რეკლამებს არ ათავსებთ. ჯობს ყოველ თვე გამოყოფილი თანხა გქონდეთ ამისთვის. რასაკვირველია ეს არასასიამოვნოა, მაგრამ ეფექტურობის მხრივ ამას ძალიან დიდი გავლენა აქვს.



დეკორაცია



პირველი ნაბიჯები

თუ არ იცით როგორ დაიწყოთ სოც-მედიაში აქტიურობა, თქვენთვის ერთი პატარა ხერხი გვაქვს. განათავსეთ ბლოგები, ბლოგებიდან ამონარიდები, სურათები სოც-მედიის სხვადასხვა პლატფორმებზე.

ბლოგების დაპოსტვის დიდი პლიუსი ისაა, რომ შეგიძლიათ ხშირად დადოთ პოსტები, რომლებითაც გააცნობთ სამიზნო აუდიტორიას თავს, მოუყვებით საკუთარ ღირებულებებზე, იდეებზე, ა.შ.

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებთან კავშირზე აუცილებლად გახვიდეთ თუ მისაღები სახის უკუკავშირს მოგაწვდიან. აქტიურობა კარგად აისახება თქვენი ბრენდის იმიჯზე. იმის შანსიც, რომ კონკრეტული ინდივიდები მეტად დააინტერესოთ თქვენი საქმიანობით იზრდება.

ბუნებრივია ზოგადი წარმოდგენა უნდა გქონდეთ იმაზე თუ რომელ პლატფორმებზე იაქტიურებთ. გარკვეული ტიპის პლატფორმებისთვის დამახასიათებელია სპეციფიური კონტენტი. მაგ: Instagram-ზე სურათების ხარისხზე უნდა იყოთ ორიენტირებული, Twitter-ზე მოკლე ციტატებზე, ა.შ.



ლეპტოპის სურათი


თუ ზოგადად ბლოგების სხვადასხვა უპირატესობების განხილვა გაინტერესებთ, ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ რამდენიმე პოსტი ამ საკითხზე, რომელიც შეგიძლიათ აქვე იხილოთ.


სტაბილურობა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც დამწყები ორგანიზაციები უშვებენ, არის დაწყებისას ძალიან დიდი მასშტაბის აქტიურობა და შემდეგ, როდესაც შედეგები არ ასახავს შრომის დონეს, მოტივაციის დაკარგვა.

საწყის ეტაპებზე კონცენტრირდით ყოველდღიურობაზე. არაა საჭირო მაინც და მაინც ორიგინალურები ან უნიკალურები იყოთ. მთავარია მომხმარებლებს პატარ-პატარა ელემენტებით მაინც დაამახსოვროთ თავი. ამისთვის საჭიროა აქტიურობა. გამოიხატება ეს სოციალური მედიის პოსტებით, სტატუსებით, სურათებით თუ კომენტარებით ეს უკვე მეორეხარისხოვანია.

უფრო კონკრეტულად, შეეცადეთ საკვანძო ფრაზების ან სიტყვების გამოყენებისასაც დაიცვათ თანმიმდევრულობა. უფრო აბსტრაქტულად კი ზოგადად მიაქციეთ თქვენი პოსტების ტონს ყურადრება და შეეცადეთ ერთი და იმავე მიდგომებით გამოირჩეოდეთ. ეს მომხმარებლისთვის უფრო დამამახსოვრებელია.


კავშირები

საწყის ეტაპზე ნებისმიერი სახის პატარა ბიძგიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს როდესაც საქმე ორგანიზაციის პოპუალრიზაციას ეხება. ამის გამო, networking-ი საკმაოდ ხელსაყრელი საშუალება ხდება.



დეკორაცია


თუ უშუალოდ სხვა ორგანიზაციებთან ვერ ახერხებთ დაკავშირებას, მიკრო -ინფლუენსერებთან შეგიძლიათ რეკლამები განათავსოთ. ასევე დაესწროთ შეხვედრებს თქვენს ინდუსტრიაში, გაწევრიანდეთ სხვადასხვა ონლაინ ჯგუფებში, ა.შ.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს მთავარ გვერდს. როდესაც ახალი მომხმარებლები შემოდიან მალევე უნდა შეეძლოთ გაგება თუ რას აკეთებთ, რაზე ხართ კონცენტრირებულები, ა.შ. ბლოგებშიც შეეცადეთ საკუთარ ღირებულებებზე და გამოცდილებებზეც ისაუბროთ - ამავე მიზეზის გამო.

აქაც, როგორც უშუალოდ მომხმარებლებთან მიმართებაში, საჭიროა გაარკვიოთ რისი შეთავაზება შეგიძლიათ სხვა ორგანიზაციებისთვის. საქართველოში ბევრი კომპანია ასეთ კავშირების მიმართ ისევ გულგრილია, ან ცდილობს მათგან რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს. ამიტომაც, დიდი ალბათობით, მოგიწევთ გარკვეული უპირატესობების წინასწარ გამოძებნა.


აქციები და გათამაშებები

ეს ორივე საკმაოდ კარგი იდეაა პრაქტიკულად ნებისმიერ დროს თუ საშუალება არის. როგორც წესი გათამაშებები უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. თუმცა, რასაკვირველია გააჩნია მათ ხასიათსაც.

როდესაც გათამაშებაზეა საუბარი ძირითადად პროდუქტის ან სერვისის გაჩუქებაზეა აქცენტი. შესაბამისად, მომხმარებლები, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ ინტერესდებოდნენ თქვენი ორგანიზაციით, მაინც შეგიძლიათ დააინტრიგოთ.

რაც შეეხება აქციებს და ფასდაკლებებს. აქაც, საწყის ეტაპზე, ჯობს უფრო რადიკალური ხერხები სცადოთ. რა თქმა უნდა ბიუჯეტური გათვლებით.


დასკვნა

ონლაინ-ბიზნესების პოპულარიზაციის ორი ძირითადი გზა არსებობს. პირველი მოიცავს სტაბილურ და ინკრიმენტალურ ზრდას, მეორე მზარდ და მკაფიო ნახტომებს. ჩვენ, სხვადასხვა მიზეზების გამო, პირველს ვანიჭებთ უპირატესობას. თუმცა, ამ ბლოგში ორივე მეთოდოლოგიის ასპექტებია აღწერილი.

თქვენი ბიზნესის და ინდუსტრიის მახასიათებლების, ისევე როგორც ზოგადი რესურსების გათვალისწინებით, შეგიძლიათ უკეთ განსაზღვროთ რამდენად გიღირთ მეორე მიდგომის გამოყენება.

გაზიარება :