პრაქტიკულად ყველა კომპანიას, ადრე თუ გვიან, უწევს მარკეტინგული კამპანიების წამოწყება. ძირითადად, კომპანიების დიდი ნაწილი პასიურ კამპანიებს იწყებს და დროის განვმალობაში ძალიან ნელა ხვეწავს სხვადასხვა ასპექტებს. როგორც სხვა ნებისმიერ სიტუაციაში, მარკეტინგთან მიმართებაშიც პრობლემების გადაჭრა სხვადასხვა სახის ინფრომაციის მიღებით არის შესაძლებელი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეცდომებს შორის სწორედ ის პასიური მიდგომაა რომელიც ვახსენეთ. თითქმის ყველა სიტუაციაში რეკომენდირებულია გარკვეული სტრატეგიის დასახვა. ეს არც იმას ნიშნავს რომ სტრატეგიიდან არაა საჭირო გადახვევა გარკვეულ სიტუაციებში და არც იმას რომ მისი ყველა დეტალი გათვლილი უნდა იყოს.
სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სტრატეგიების დასახვა გაძლევთ მონაცემებს რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მომავალი მარკეტინგული კამპანიების შემუშავებისას. თუ X კამპანიაში Y სტრატეგიული ელემენტი ბევრ პრობლემას ქმნის ბუებრივია რომ ამის აღნიშვნა თქვენთვის უკეთესია.
რასაკვირველია, პასიური მარკეტინგის შემთხვევაშიც ხშირად ვიმახსოვრებთ მსგავს დეტალებს, თუმცა ცვლადების განცალკევება უფრო მარტივს ხდის პრობლემური ცვლადის გამოკვეთას და იზოლირებას.
მიზიდვის ფაქტორი
არააქვს მნიშნელობა ბლოგს დებთ, აქციის შესახებ აქვეყნებთ პოსტს თუ ვიდეოს ურთავთ თქვენ რეკლამას - მთავარია გამოკვეთილი იყოს ის კომპონენტი რომელიც ცენტრალურია თქვენ კამპანიაში; ასეთი ელემენტის ქონა კი ხშირ შემთხვევაში პირდაპირ მოქმედებს კამპანიის პოპულარიზაციაზე.
როდესაც რეკლამას ანთავსებთ ამა თუ იმ პლატფორმაზე, თითქმის ყველა შემთხვევაში გაქვს მხოლოდ რამდენიმე წამი რომ მომხმარებლის ყურადღება მიიქციოთ. ამიტომაც, საჭიროა ყურადღების გამახვილება დიზაინის და კონტენტის ისე შერწყმაზე რომ სასიამოვნო პირველი შთაბეჭდილება დატოვოთ.
ერთი მხრივ, შეამოკლეთ ნებისმიერი ტექსტი რომელსაც დაურთავთ. გამონაკლისების კუთხით მხოლოდ რამდენიმე ინდუსტრია შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა ასეთ შემთხვევებშიც უკეთესია ღილაკი ან ლინკი დაურთოთ პოსტს, რომელიც გადაიყვანს მომხმარებელს თქვენ (ან საჭირო) საიტზე.
მეორე მხრივ, როდესაც უშუალოდ გადავა მომხმარებელი სრულ პოსტზე იქ უკვე საკმარისი კონტენტი უნდა დაახვედროთ რომ მალევე არ დატოვოს საიტი. ბუნებრივია, რომ ეს არ კმარა; დამატებით, ნავიგაცია უნდა იყოს გასაგები და სასიამოვნო, დიზაინი შესაფერისი, ა.შ.
ასევე, ერიდეთ კლიშეების გამოყენებას, ან აღმატებით ხარისხში ლაპარაკი. რომც მართლა საუკეთესო ბრენდი გქონდეთ მარკეტზე, ამის აღნიშვნა არაპროფესიონალურად ჟღერს.
ასევე ხშირია შეთავაზებული სერვისის ან პროდუქტის ფუნქციის განზოგადებაც. თუ თქვენ მომხმარებელს სთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ელექტრონიკას, მათზე არ უნდა ილაპარაკოთ როგორც ეგზისტენციალურად აღსანიშნავ ობიექტებზე. ეს მიდგომა სამწუხაროდ მოხშირებულია, მაგრამ კარგ შთაბეჭდილებას თითქმის არასდროს ტოვებს.
მობილურზე მორგებულობა
ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტორია, შეცდომებიც ბევრია ამ კუთხით. აუცილებლად შეამოწმეთ რამდენად ოპტიმიზირებულია თქვენი რეკლამები, პოსტები, pop-up-ები და სხვა მსგავსი შეთავაზებები სხვადასხვა მობილურ მოწყობილობებზე.
მომხმარებლთა ნახევარი ვებსაიტებს მობილურიდან ნახულობს, ამიტომ ეს არაა მეორეხარისხოვანი ფაქტორი.
პირობები და იმედგაცრუება
ბოლო ათი წლის განვმალობაში უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა ე.წ. clickbait არტიკლები, პოსტები და რეკლამები. ძალიან საყურადღებოა რომ ასეთ პოსტებს მოერიდოთ რამდენადაც შესაძლებელია. ისინი არამარტო უკარგავენ ნდობას მომხმარებელს, არამედ ასევე ისინი იწყებენ თქვენი ბრენდის აღქმას როგორც დაბალხარისხიანის, ასოციაცია კი იმედგაცრუებასთან ჩნდება. საკმაოდ გასაგებია ის მოსაზრება რომ მაღალხარისხიან ბრენდს არ სჭირდება clickbait.
მომხმარებელზე ორიენტირებულობა & ბრენდინგი
არ დაგავიწყდეთ რომ თქვენი რეკლამა მომხმარებლის რაიმე კონკრეტულ ან ზოგად პრობლემას უნდა ჭრიდეს. ზედმეტად ხშირია საკვანძო ფრაზებზე ან სიტყვებზე კონცენტრაცია და სამიზნო აუდიტორიის უგულებელყოფა.
ბრენდინგი ჩვენ წინა ბლოგებში გავარჩიეთ. თუმცა, ორი სიტყვით რომ ავღწეროთ ბრენდინგი გაძლევთ საკუთარი ორგანიზაციის ხასიათის უკეთ წარმოჩენის საშუალებას. გამორჩეული დიზაინ ელემენტები, საინტერესო ან დამაინტრიგებელი ტექსტი, სერვისი ან პროდუქტი რომელიც მორგებულია მომხმარებლის სურვილებზე, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი მარკეტინგული მიდგომები.