ნავიგაცია UX-ის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია ნებისმიერი საიტისთვის. დღეს, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, თქვენს მომხმარებლებს ძალიან მალე ეკარგებათ კონცენტრაცია, ღიზიანდებიან უფრო მარტივად და საიტზეც დიდ ხანს აღარ ჩერდებიან.
შესაბამისად, მნიშვნელოვანი ხდება ნავიგაციის სხვადასხვა კომპონენტებისთვის დროის და რესურსების დათმობა. ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ნავიგაციის როლს ბლოგებთან მიმართებაში. განვიხილავთ რამდენიმე საკითხს და მოგცემთ რეკომენდაციებს.
თუმცა, თუ გსურთ ნავიგაციის გამარტივებაზე ან მის სხვადასხვა ელემენტებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ამ კონკრეტულ თემებზე ორი ბლოგი.
ორგანიზირება
პირველ რიგში, საჭიროა კონტენტის ფორმატზე იფიქროთ და შემდეგ უშუალოდ მის ხასაითზე. რამდენადაც საინტერესო არ უნდა იყოს თქვენი კონტენტი, თუ მისი ფორმატი დაბალი ხარისხისაა მომხმარებლები მალევე დაკარგავენ ინტერესს.
ეს განსაკუთრებით ეხება იმ ტიპის საიტებს რომლებიც ტრენდულობაზე ან გართობაზე ამახვილებენ ყურადღებას. თუ თქვენი საიტი უფრო აკადემიური ტიპისაა ბუნებრივია რომ ვიზიტორები უფრო მომთმენები იქნებიან ამ საკითხში.
თვითონ ტექსტიც რეკომენდირებულია დაყოთ პატარ-პატარა აბზაცებად, იმისათვის, რომ მისი წაკითხვა უფრო მარტივი გახდეს. ასევე უმჯობესია, რომ 3-5 აბზაცში ერთხელ ჯობს გამოყოთ ახალი თემის სათაური, ან როგორც მინიმუმ, ქვესათაური.
დაახლოებით ამავე სიხშირით გამოიყენეთ სურათები ან ინფოგრაფიები, რაც მომხმარებლებს ძალიან ეხმარებათ კითხვის დროს კონცენტრაციის შენარჩუნებაში. სურათებით დართვით უფრო მარტივს ხდით ზოგადად სკანირებასაც, რადგან მომხმარებელს უკეთ შეუძლია ამა თუ იმ გვერდის მენტალური რუკა შექმნას.
დამატებით, თუ ციტატებს იყენებთ შეგიძლიათ italics-ით გამოყოთ, ისევე როგორც შეუცვალოთ პოზიცია, ზომა. Header-ებიც სტანდარტულად bold-ით არის მოცემული
მცირე დეტალები
მიაქციეთ ყურადღება თქვენს სათაურებს და ქვესათაურებს. სათაურებს პირველ რიგში იმიტომ, რომ ერთი მხრივ შესაძლოა მომხმარებელმა განაგრძოს ბლოგის კითხვა, რომც არ აინტერესებდეს მასალა, თუ თვლის რომ მისთვის საინტერესო ინფორმაციას მალევე წაიკითხავს.
მეორე მხრივ, თუ თქვენი დალინკული ბლოგი შეუსაბამო სათაურითაა, თუმცა კონტენტი შესაბამისია, მის გამო შესაძლოა მომხმარებელმა დატოვოს გვერდი.
რაც შეეხება ქვესათაურებს, აქ გასათვალისწინებელია ის რომ ვიზიტორები იშვიათად კითხულობენ მთლიან ბლოგებს, ისინი ძირითადად გვერდს ასკანერებენ (scan/scanning). ე.ი., კონტენტს ნაწილ-ნაწილ კითხულობენ საკვანძო ფრაზების მიხედვით.
აქედან გამომდინარე, კარგი იდეაა ლინკების გამოყოფა მაღალი კონტრასტის ფერით (ეს ზოგადად სტანდარტულია, რადგან სხვა შემთხვევაში ლინკები არც ჩანს კარგად), ისევე როგორც Bold-ის და italics-ის გამოყენება. შეგიძლიათ bullet-ებიც დაამატოთ ან დანომროთ კონტენტის ძირითადი საკითხები.
ლინკები
ლინკების სწორად გამოყენებამ შესაძლოა ძირფესვიანად შეცვალოს მომხმარებლების ნავიგაციური პატერნები თქვენს საიტზე. თუ თითოეულ ბლოგს დაურთავთ 2-5 ლინკს საშუალოდ (თუ კონკრეტული პოსტი 400-1000 სიტყვამდეა) მაშინ შეგეძლებათ მომხმარებლების ნავიგაციური ჯაჭვები მნიშვნელოვნად დააგრძელოთ.
ამის გაკეთება შესაძლებელია რელევანტური კონტენტის ბმულებით მიმაგრებით, უფრო აკურატული anchor text-ით (ტექსტი რომელზეც კლიკავს მომხმარებელი სხვა ფანჯარაში გადასასვლელად), მეტი მასალით რომელიმე კონკრეტულ თემაზე, ა.შ.
ლინკები გამოიყენეთ როგორც ინტერნალური, ასევე ექსტერნალური. მნიშვენლოვანია მომხმარებლებს დაანახოთ, რომ სანდო წყაროებიდან აწვდით ინფორმაციას, შესაძლოა საერთოდ კვლევები ან გამოკითხვებიც დალინკოთ, რომელთა შეჯამებას ქართულად აკეთებთ.
რაც შეეხება ინტერნალურ ლინკებს, აქ მეტი ყურადღება უნდა იყოს რელევანტურობაზე და ხარისხზე, წერის სტილიც და მანერაც მოქმედებს იმ შთაბეჭდილებებზე, რომელიც თქვენ ბრენდზე აისახება.
რაც შეეხება უშუალოდ ლინკების უფრო სრულფასოვნად გამოყენებას, ჩვენი პლატფორმა Linkersგთავაზობთ უამრავ სხვადასხვა ხელსაწყოს იმისათვის, რომ თქვენი SEO მაჩვენებლები გააუმჯობესოთ, ისევე როგორც მიიღოთ ინფორმაცია თქვენს სამიზნო აუდიტორიაზე.
კონტენტი
კონტენტი პრაქტიკულად ნებისმიერი ონლაინ-წარმატების ცენტრალური კომპონენტია. ეხება ეს SEO-ს, ლინკ building-ს, თუ ნავიგაციას. თუ მომხმარებლებს აინტერესებთ რაზე წერთ ისინი გაჩერდებიან თქვენ საიტზე - რომც პერიოდული დაბრკოლებები შეუქმნათ.