პირველ რიგში, როგორც მოგეხსენებათ ხელმისაწვდომობა არის ცნება რომელიც წარმოადგენს თუ რამდენად მარტივად შესაძლებელია თქვენი ვებსაიტის მოხმარება აუდიტორიის პოტენციური სეგმენტებისათვის.
აუცილებელია იმის გათვალიწინება, რომ თქვენი აუდიტორიის სეგმენტები, რომც დემოგრაფიული მაჩვენებლებით გავდნენ ერთმანეთს, შესაძლოა სხვადასხვა ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებდნენ თქვენი ვებსაიტის სასიამოვნოდ გამოსაყენებლად.
შესაბამისად, თქვენი ვებსაიტიც უნდა იყოს სხვადასხვა კუთხით გამართული რომ ამ კონკრეტული სეგმენტების ინტერესები ადეკვატურად დაიცვათ.
ჩვენ წინა ბლოგებშიც განგვიხილავს ხელმისაწვდომობის შედარებით უფრო თეორიული საკითხები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ბლოგების ხელმისაწვდომობა
რადგან თქვენი კონტენტის დიდი ნაწილი სწორედ ბლოგებში იქნება გადანაწილებული, თქვენი ვებსაიტის ეს ნაწილი მეტად საყურადღებო ხდება.
პირველ რიგში ავღნიშნავთ რომ საჭიროა ჰედერების გამოყენება, ტექსტის ხშირ-ხშირად აბზაცებად დაყოფა, სასვენი ნიშნების დართვა, ზედმეტი ჟარგონის შემცირება ა.შ.
ეს ყველაფერი უფრო წაკითხვადს ხდის თქვენს მასალას. განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება აბზაცების სიდიდეს. მითუმეტეს, როცა ტექსტ-ბლოკებს არ ახლავს თან სურათები. ასეთ დროს მომხმარებლებს უჭირთ ინფორმაციის დახარისხება. უმეტესობა კი სწორედ ამ მიდგომით კითხულობს ბლოგებს, ეძებს მთავარ დეტალებს - დანარჩენებს კი ახტება. გამოიყენეთ ბოლდიც როდესაც რელევანტურია (მაგ: ჰედერებზე ან რაიმე ინფორმაციისთვის ხაზგასასმელად).
ლინკებიც ისე გაანაწილეთ, რომ მკითხველი მიხვდეს თუ სად გადაყავს ამა თუ იმ ლინკს ის. ნუ მონიშნავთ მთლიან წინადადებებს და ნურც კონკრეტულ მარცვლებს.
ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნშვენლოვანი ფაქტორი ალტ-ტექსტების გამოყენებაა. ალტ-ტექსტი აღნიშნავს კონკრეტული ფოტოს სახელს ან დახასიათებას. ეს რელევანტურია ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში, მომხმარებლები რომლებიც text-to-speech-ს ხმარობენ იგებენ თუ რა ტიპის სურათს ხმარობთ, დამატებით კი საკვანძო სიტყვების ან ფრაზების გამოყენების მედიუმიცაა.
თუ სტოკ სურათებს ხშირად ხმარობთ მაშინ მიუთითეთ რომ ისინი დეკორატიული ხასიათისაა ან რომ უბრალოდ ფონს წარმოადგენს. ესეც საკმაოდ ხელსაყრელია მათთვის ვინც ვერ ახერხებს ვებსაიტის ტექტს-ბლოკების წაკითხვას. ამასთანავე აღწერისას შეეცადეთ 125 სიტყვას არ გადააჭარბოთ არავითარ შემთხვევაში, თუმცა რეკომედირებულია მხოლოდ 1-3 სიტყვით შემოიფარგლოთ თუ ფოტო მეტწილად უმნიშნელოა და ვიზუალური ეფექტისთვის გაქვთ დართული.
დიზაინის დეტალები
შეეცადეთ სურათები, რომლებსაც გამოიყენებთ, იყოს კონტრასტის მხრივ თანმიმდევრული. თუ ღია და მწვავე ფერებს არჩევთ მაშინ ეცადეთ ტექსტ-ბლოკები გამოყოფილად იყოს განაწილებული თეთრ ფონზე.
ზოგადად მაღალი კონტრასტის ფონზე საკმაოდ ცუდი იდეაა ტექსტის დართვა, რადგან კითხვისას თვალებზე უარყოფითად მოქმედებს.
თუ დაამატებთ ვიდეოებსაც ჯობს, თუ გექნებათ საშუალება, დაურთოთ ტიტრები, ან სხვა შემთხვევაში რამდენიმე პარაგრაფში აღწეროთ ან შეაჯამოთ ძირითადი იდეები.
ზოგადი რჩევები
არ დაგავიწყდეთ რომ თქვენი საიტის ძირითადი ფუნქცია არის მომხმარებლისთვის რაიმე პროდუქტის, სერვისის ან ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება. ნებისმიერი სხვა ასპექტი უნდა ემორჩილებოდეს ამ უკანასკნელს. შესაბამისად, ჟარგონების გამოყენებისას თუ სურათების დართვისას პირველი რიგში იფიქრეთ არა სხვადასხვა დაკავშირებულ ფაქტორებზე, არამედ რამდენად და როგორც მოქმედებს ეს ელემენტები ვიზიტორის UX-ზე და ზოგადად მათ შთაბეჭდილებებზე.
ონლაინ-ბიზნესის ბევრი ნაწილია მნიშვნელოვნად გაადვილებულია როდესაც აუდიტორია გენდობათ. თუნდაც ბევრი ბრენნდიგთან, მარკეტინგთან ან ნავიგაციასთან დაკავშირებული შეცდომები უგულებელყოფილია იმიტომ რომ მომხმარებელი თვლის რომ მათ ინტერესებსაც ითვალისწინებთ. ხელმისაწვდომობა კი სწორედ ამ სპეციფიურ საკითხზე კონცენტრირდება.
ლინკები და დალინკვა
ლინკებთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე რამაა აღსანიშნი. უპირველესყოვლისა, მიაქციეთ ყურადღება უფუნქციო ლინკებს, რადგან ისინი მოქმედებენ როგორც ხელმისაწვდომობაზე ისევე SEO-ზე. ხელმისაწვდომობაზე იმიტომ რომ ნავიგაციური ჯაჭვი წყდება, მომხმარებელი კი შესაძლოა სხვა საიტზე გადავიდეს იმიტომ რომ ის კონკრეტული თემა აინტერესებდა რომლის ლინკიც აღარ მუშაობს. ასე მარტივადაა შესაძლებელი დაინტერესებული მომხმარებლების დაკარგვაც, ლინკების შეცვლას ან წაშლას დიდი დრო არ უნდა ამიტომ ყოველთვის მიაქციეთ ამას ყურადღება.
რაც შეეხება SEO-ს, აქაც საქმე მარტივადაა. Google ამოწმებს თუ რამდენად გამართულია თქვენი საიტი სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით. ერთ-ერთი ასეთი მაჩვენებელი dead, ანუ უფუნქციო, ლინკებია. თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ SEO-სთან დაკავშირებული თემების მიმოხილვა შეგიძლიათ შემდეგი ბლოგი ნახოთ.