blog

რჩევები კონტენტ მარკეტინგზე

ხშირად ვიმეორებთ, რომ კონტენტის ხარისხი ალბათ ყველაზე მნიშნელოვანი ასპექტია ორგანიზაციის წარმატებასთან მიმართებაში. ეს მართლაც ასეა, თუმცა, კომპანია პოპულარული ვერ გახდება, კონკურენტუნარიანი ვერ იქნება და დიდხანს გაუჭირდება არსებობა, თუ ეს კონტენტი არ იყო სწორად მისადაგებული აუდიტორიაზე.

ერთია რაზე ვწერთ, მეორეა როგორ ვწერთ. ეს უკანასკნელი კი მეტად კონცენტრირდება მიმღებზე. მიმღებისთვის კი, როგორც წესი, უმნიშვნელოვანესია სხვებისგან ინფორმაციის მიღება, ან უფრო კონკრეტულად პრობლემის გადაჭრაში დახმარება.

რაც რასაკვირველია ითვალისწინებს გარკვეული დონის კომპეტენტურობას ორგანიზაციის მხრიდან. გასაგებია კონვერსიებზე ფიქრი, თუმცა თუნდაც ამ მიზნისთვის, ბევრად უკეთესია საკუთარი ორგანიზაციის, როგორც სანდო ინფორმაციის წყაროს, დამკვიდრება. ეს იმთავითვე გაზრდის შანს, რომ მომხმარებლები გენდონ და თქვენგან მიიღონ გარკვეული პროდუქტები ან სერვისები.


თანმიმდევრულობა

თუ გარკვეულ ინდუსტრიაზე ან სპეციფიურ სერვისზე აბსოლურტური მონოპოლია არ გაქვთ, თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ხდება კონტენტის მარკეტინგის კუთხით.

ერთი მხრივ, გეძლევათ შანსი თქვენს აუდიტორიას შეახსენოთ თავი სხვადასხვა სიახლეებით. ასეთი პოსტების დადებისას თვითონ პოსტების შინაარსი ან აღწერებიც თუ თანმიმდევრული იქნება, თქვენი ბრენდიც უფრო დამამახსოვრებელი გახდება.

გარკევული ტიპის თანმიმდევრულობა უკუკავშირის და კომენტარების მიმართაც ორგანიზაციისთვის, როგორც წესი, პოზიტიური შედეგები მოაქვს. როდესაც მომხმარებლებმა იციან, რომ მათ კითხვებზე პასუხს გასცემთ, მათ პრობლემებზე რეაგირება გექნებათ, ისინი ჩვეულებრივ უფრო აქტიურებიც ხდებიან.

ამავროულად, თუ რაიმე ტიპის აქციები ან ფასდაკლებები მუდმივად გაქვთ გათვალისწინებული, სამიზნო აუდიტორიის გარკვეულმა სეგმენტებმა შესაძლოა პერიოდულად მხოლოდ მათ გამო გადაწყვიტონ საიტზე შემოსვლა.

ბრენდინგის კუთხითაც მნიშვნელოვანია ზედაპირულ დონეზევე ჩანდეს ორგანიზაციის გარკვეული მახასიათებლები. ბუნებრივია ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული ხდება კონკრეტულ ადამიანებს თავი დაამახსოვროთ.


მიზნები

მიზნების გათვლა და განსაზღვრა ორგანიზაციების უმეტესობისთვის ზედმეტად აბსტრაქტულად ჟღერს. ამას თუ დავუმატებთ იმასაც, რომ მოგება ბევრი კომპანიის მფლობელისთვის უმნიშნელოვანესი რამაა ბიზნესში, არაა გასაკვირი რომ მიზანი მხოლოდ ერთია: ფულის შოვნა.

იმ შემთხვევაში, თუ გვაინტერესებს ჩვენი ორგანიზაციის როლი საზოგადოებაში, ჩვენი ყოველდღიური აქტიურობისთვის სერიოზული საზრისის მინიჭება, ეს მიზანი უკვე სასაცილოდ ჟღერს.

შესაძლოა თქვენი მიზანი ნაწილობრივ მაინც იყოს განსაზღვრული იმ ინდუსტრიის კონკრეტულობით, რომელშიც ხართ. თუმცა ზოგადად შეგიძლიათ გარკვეული კითხვები დაუსვათ თავს.

რა სპეციფიური მიზნები გვაქვს ამ პროექტში? ამ მარკეტინგულ კამპანიაში? რა იქნება საკმარისი? რომელი მიზნებისთვის ვერ მიღწევა იქნება დამაკმაყოფილი?

ასევე, ზოგადად რა როლი გსურთ ეკავოს ამ ორგანიზაციას თქვენს ცხოვრებაში? რა ნაბიჯები შეიძლება იქნეს გადადგმული იმისათვის, რომ ორგანიზაცია ასეთ სურათს მიუახლოვდეს?

რაც შეეხება თითოეული კონტენტის ელემენტს, შეეცადეთ დაინახოთ როგორ უკავშირდება ისინი უფრო ზოგადი დონის მიზნებს, ა.შ.


შეფასება

ამ ბლოგშივე უკვე გამოვყავით რამდენიმე საშუალება, რომლებითაც შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენი მარკეტინგული კამპანიები. პირველ რიგში, რამდენადაც წარმატებული არ უნდა იყოს გავლენის კუთხით ისინი, ყოველთვის შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს კონტენტს რათა გარკვეული ტიპის ხარვეზები შეამჩნიოთ. ეს შეიძლება იყოს ხარისხობრივი, შემთხვევითი, სტილისტური, ა.შ.

მეორე მხრივ, ტესტირება (მაგ: A/B ტესტები), ისევე როგორც ანალიტიკური ხელსაწყოები გაძლევთ საშუალებას ისეთი ხარვეზები დაინახოთ, რომლებიც შესაძლოა თქვენთვის ხილული არ იყოს. ეს ხშირად გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები მარტივად ეჩვევიან საკუთარ საიტებს, კონტენტს, წერის სტილს, უჭირთ რა აღქმა მათი სხვისი გადმოსახედიდან (რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია).

და ბოლოს, შეგიძლიათ დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ ჩაჯდა ეს კონკრეტული მარკეტინგული მიდგომა თქვენი ორგანიზაციის ზოგად მიზნებში. აქ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ თავს: დღევანდელი გადმოსახედიდან, რა უნდა გეკეთებინათ, როგორი საქმიანობით ჯობდა დაკავაბულიყავით წინა თვეების თუ წლების განვმალობაში, რომ თქვენი ორგანიზაცია ახლა უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო?

ბუნებრივია აქ ყურადღება უნდა გაამახვილოთ ისეთ ცვლადებზე, რომლებიც თქვენზეა პირდაპირ დამოკიდებული, ძალიან რთულია სხვაგვარად რაიმენაირად იმედგაცრუებას აარიდოთ თავი.


დასკვნა

არ არსებობს რაიმე წესების კრებული, რომლითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ, რომ თქვენი ორგანიზაცია წარმატებული იყოს. არც იმ წესების კრებული არსებობს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაუგოთ თქვენ მომხმარებლებს. ეს სტატიკური მდგომარეობა არაა.

მომხმარებლებთან ურთიერთობა დინამიური პროცესია, რომელიც მუდმივად ითვალისწინებს ახალ-ახალი ინფორმაციის მიღებას და გარკვეული დასკვნების ფრთხილად გამოტანას იმისათვის, რომ თუნდაც კონტენტის მარკეტინგზე გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოთ.

გაზიარება :