ყოველ პლატფრომას საკუთარი მახასიათებლები აქვს, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია თუ გსურთ რომ თქვენ მარკეტინგულ სტრატეგიებს დამატებითი უპირატესობები ქონდეს. ერთი მხრივ ამ სპეციფიურობის გაგება საკმაოდ მარტივია, თუმცა სიტუაცია რთულდება როდესაც ბრენდინგთან და კონტენტის ცვლილებასთან გვაქვს საქმე გარკვეულ პლატფორმაზე.
ბრენდინგზე ჩვენ ცოტა ხნის წინ დავდეთ ბლოგი, სადაც განვიხილავთ სხვადასხვა ასპექტებს რომელთა ანალიზიც საყურადღებოა რადგან დაგეხმარებათ სოციალური მედიის სხვადასხვა კომპანიებისგან უფრო დიდი სარგებელი მიიღოთ.
ამასთანავე, ხაზი საჭიროა გავუსვათ რომ საერთო ამ პლატფორმებს ის აქვთ რომ ყველაზე შეგიძლიათ ბლოგ პოსტები ან ბლოგ პოსტების ნაწილები გადააშეაროთ. ამ საკითხზეც ჩვენ არაერთი ბლოგი შემოგთავაზეთ.
თუმცა, რეკომენდირებულია ბევრ პლატფორმაზე არ გქონდეთ ოფიციალური პროფილი, ეს ზედმეტ რესურსებს მოითხოვს. ჯობს კონცენტრირდეთ თქვენი პოსტების სხვადასხვა კომპანიის სპეციფიკაზე მორგებაზე.
თანამშრომლებისთვისთვისაც უფრო საინტერესო იქნება ისეთი ხერხების გამოძებნა და კონტენტის შექმნა, რომელიც ერთმანეთს სრულიად არ გავს. განსაკუთრებით თუ სოციალურ მედიაზე აქტივობა კონკრეტულ პირებს აბარიათ, რადგან მათ, მათი გამოცდილების გამო, ექნებათ დამატებითი იდეები იმაზე თუ როგორი პოსტების დადება ღირს.
საწყისი განსხვავებები
პირველ რიგში, განვიხილავთ რამდენიმე აშკარა განხვავებებს პლატფორმებს შორის. ყველაზე ცხადია ეს TikTok-თან, Youtube-თან და Twitter-თან მიმართებაში.
TikTok-ისთვის ზედგამოჭრილია მოკლე, ტრენდული ვიდეოები, რომლებიც არაპროფესიონალური ტონით არის გაკეთებული. მოერიდეთ ამ პლატფორმის გამოყენებას თუ თქვენი ორგანიზაციის მახასიათებლები არ შეესაბამება მათ.
Youtube-ზე სიტუაცია ოდნავ უფრო ჩახლართულადაა. ერთი მხრივ, იმიტომ რომ Youtube იძლევა საშუალებებს რომ გრძელი ვიდეობი განათავსოთ, მეორე მხრივ კი უპირატესობას, მისი ალგორითმის გამო, ანიჭებს მოკლე ვიდეოებს. შესაბამისად, აქაც შეეცადეთ არ გაწელოთ ვიდეობი, თუმცა ტონი უფრო პროფესიონალური შეიძლება იყოს.
Twitter-ზე განსაკუთრებით ადვილია Tweet-ის პოპულარიზაცია თუ ან ლაკონურად გადმოსცემს ინფორმაციას ან თუ სასაცილო ან ტრენდულია იგი.
Facebook და Instagram მეტად ბალანსირებულია ვარიანტებია. ორივეზე შეიძლება სხვადასხვა ფორმატის ვიდეობის, სურათების, პოსტების, ა.შ. განთავსება. თუმცა ბუნებრივია, Instagram-ზე უკეთესია დიზაინზე და სურათების ხარისხზე კონცენტრირდეთ, ხოლო Facebook-ი კარგი ვარიანტია შედარებით გრძელი ტექსტ-პოსტებისთვის.
LinkedIn სპეციალურად გამოყოფილია მხოლოდ პროფესიული ურთიერთობებისა, კავშირების და პოსტებისთვის. აქ ვიდეობის დადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიწანშეწონილი, როგორც წესი, თუ მათზე ნამუშევარი გაქვთ. სურათები და მათი ესთეტიკა მეორეხარისხოვანია, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მესიჯებს, კომენტარებს და ტექსტურ ინფორმაციას.
ურთიერთობა სამიზნო აუდიტორიასთან
ამგვარი სტრატეგიები მარკეტინგის კუთხით მომგებიანია იმიტომ რომ გაძლევთ დამატებით საშუალებებს რომ ახალ-ახალი აუდიტორიის სეგმენტები მიიზიდოთ. შეგიძლიათ Google Analytics-ით და Linkers-ით გაარკვიოთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია თქვენს მომხმარებლებზე, შემდეგ როდესაც უკვე გექნებათ გარკვეული ტიპის წარმოდგენა შესაძლო დემოგრაფიულ თუ სხვა ტიპის მონაცემებზე შეგეძლებათ ისევ Linkers გამოიყენოთ კონკრეტულად ამ სეგმენტებისთვის რეკლამების შესათავაზებლად.
შესაძლოა უშუალოდ პოსტების დადებით და სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით აღმოაჩინოთ სხვა სეგემტებიც, რომლებიც აქამდე წინასწარ გათვალისწინებული არ გქონდათ.
გაითვალისწინეთ, რომ მოკლე დროში საკუთარი ბრენდის პოპულარიზაცია პრაქტიკულად ნებისმიერ პლატფორმაზე რთულია - თუ ძალიან არ გაგიმართლათ. შესაბამისად სამომავლო გეგმებიც გრძელვადიან პერსპექტივებს უნდა ეყრდნობოდეს. ბევრი ორგანიზაცია ცდილობს რაიმე ინოვაციური დაწეროს ან viral ვიდეოები გადაიღოს, რაც იწვევს იმედგაცრუებას და თანამშრომლების გადაღლას.
ასევე ყურადღება გაამახვილეთ არა რაც შეიძლება მეტ ახალი მომხმარებლის მოძიებაზე არამედ ლოალური ბაზის შექმნაზე. სოც მედიაში საკმაოდ რთულია იმდენად პოპულარული გახადოთ ბრენდი რომ თქვენ ყოველ პოსტს უამრავი ადამიანი ამოწმებდეს.
სამაგიეროდ, ბევრად უფრო პრაქტიკული და ეფექტური ვარიანტია იმ მოხმარებლებზე ზრუნვა რომლებიც უკვე დაინტერესებული არიან თქვენი ბრენდით. ეს განსაკუთრებით ეხება იმ კომპანიებს, რომლებიც ყოველთვიურ სერვისებს სთავაზობენ საკუთარ მომხმარებლებს.
და ბოლოს, გაითვალისწინეთ რომ პატარ-პატარა ცვლილებები სტრატეგიაში, ხალხის მესიჯებზე პასუხის სიხშირეში, პოსტების დადებაში, ა.შ. დროთა განვმალობაში დიდი შედეგის მომტანია, ამიტომ არაა საჭირო ხშირი მასშტაბური ცვლილებების შეტანა გეგმებში.