blog

ტიპოგრაფია და წერის სტილი

ჩვენ უკვე გავარჩიეთ ნავიგაციის მნიშვნელობა ვებსაიტის დახვეწილობასთან მიმართებაში. ნავიგაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი კი ტიპოგრაფიაა.


ამ საკითხში პატარ-პატარა ცვლილებები მარტივად გროვდება და იწვევს ზოგადი პროდუქტის სრულიად სახეცვლას. ასევე საყურადღებოა, რომ მცირე ტიპოგრაფიული შეცდომებიც შეიძლება საკმაოდ პრობლემური გახდეს, გააღიზიანოს მომხმარებელი, გაუგებარი გახადოს გარკვეული ასპექტები ან არიოს ნავიგაციური ჯაჭვი.


დღეს მიმოვიხილავთ ტიპოგრაფიის და წერის სტილის რამდენიმე კონკრეტულ ასპექტს, ავღნიშნავთ ხშირ შეცდომებს და მოგცემთ სპეციფიურ რეკომენდაციებს იმისათვის, რომ თქვენი მომხმარებლებისთვის უფრო მარტივი იყოს ვებსაიტის ნავიგაცია.



დეკორაცია



ზოგადი წესები


დავიწყოთ მარტივი მაგალითებით. როგორც ხედავთ ჩვენ ტექსტს ყოველთვის პატარ-პატარა აბზაცებათ ვყოფთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არც აკადემიურ სტანდარტებს შეეფერება და არც აზრის გადმოცემისთვის არის ზედგამოჭრილი, ხალხს ასე განლაგებული ტექსტის წაკითხვა ბევრად ეადვილება.


შესაბამისად, შეეცადეთ ყოველ 2-3 წინადადებაში მაინც დაიწყოთ ახალი აბზაციდან წერა. პერიოდულად ცვალეთ წერის რიტმიც. ხანდახან მოკლე წინადადებებიც ჯობს გამოიყენოთ, რადგან ამით აძლევთ მომხმარებელს საშუალებას კონცენტრაცია არ დაკარგოს.


მოერიდეთ რამდენიმე გრძელი წინადადების ერთი მეორეს მიყოლებით გამოყენებას. მკითხველები ძირითადად თქვენ კონტენტს სკანავენ, ე.ი., ნაწყვეტ-ნაწყვეტ კითხულობენ. რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ წინადადებაში მარტივი უნდა იყოს ჩაბმა. თუნდაც კონტექსტის გარეშე. აბზაცებსაც - ანალოგიურად. რამდენიმე გრძელი აბზაცი ერთად უფრო რთულად იკითხება. 


ასევე, შეეცადეთ წინადადებების დაახლოებით 15-20% იყოს მხოლოდ ვნებით გვარში. ზოგადად, ეცადეთ ლაკონურები იყოთ, წეროთ მარტივი ენით, ჟარგონების გარეშე. 


და კიდევ, 3-6 აბზაცის შემდეგ ჯობს header-ით გამოყოთ მომდევნო ნაწილი. თუ ეს გართულებულია იმის გამო, რომ ერთ კონკრეტულ თემაზე აგრძელევთ წერას, მაშინ შეგიძლიათ ქვე-header-ი გამოიყენოთ, ან თუნდაც პატარა სურათი, რომელიც პაუზის ტოლფასი იქნება. ქვე-header-ები ბუნებრივია იერარქიულად უნდა დაყოთ, რაც SEO-ზეც მოქმედებს. დამატებით, შეგიძლიათ რომელიმე ფერი აირჩიოთ და, სიტყვაზე, heading 2 ყოველთვის ეს ფერი გქონდეთ. 



დეკორატიული



მთავარია, რომ მომხმარებელს შეეძლოს მარტივად გააგრძელოს ნავიგაცია და კითხვა. 



მცირე დეტალები


ზოგადად კონტრასტი მარტივად იქცევს ყურადღებას, შესაბამისად თუ გსურთ მომხმარებლებმა ლინკები შეამოწმონ, მათ უფრო მკვეთრი ფერი უნდა დაუყენოთ ვიდრე, ვთქვათ, მუქი მწვანე ან წითელია.


რაც შეეხება bold-ს და italics-ს, ესენიც საყურადღებო ხელსაწყოებია მომხმარებლის ყურადღების კონკრეტულ ელემენტებზე მისამართად.


უფრო ზუსტად, bold-ი გამოიყენეთ როდესაც რაიმე წინადადებაზე ან ფრაზაზე გინდათ განსაკუთრებით გაამახვილოთ ყურადღება. მითუმეტეს მაშინ როდესაც იცით რომ მომხმარებელი რაიმე ძალიან კონკრეტულს ეძებს ამ გვერდზე, ან პოსტში. 


Italics უფრო მიემართება სიტყვებს, რომელთა მისინტერპრეტაციაც ადვილია. მაგალითად, თუ რომელიმე ინდუსტრიისთვის დამახასიათებელ ჟარგონს ხმარობთ შეგიძლიათ მას italics მიანიჭოთ, რომ მომხმარებელს ამაზე მინიშნება მისცეთ. 



ორგანიზაცია


Bullet-ების, ან დანომვრის გამოყენებით ბევრად იოლი ხდება ტექსტის სკანირება. განსაკუთრებით ამ უკანასკნელის, რადგანაც მომხმარებელს შესაძლოა რომელიმე ნაწილის გადაკითხვა მოუნდეს. დამახსოვრებაც უფრო ადვილია, როდესაც ყოველ თემას საკუთარი ციფრი ახლავს. 



ფონი



რეკომენდირებულია შესავალი და დასკვნის ნაწილი შედარებით უფრო მარტივი წასაკითხი იყოს, ზომითაც ნაკლებად მასშტაბური. მეტი დრო დაუთმეთ იმ თემებს რომლებიც თქვენი აზრით მომხმარებლებს აინტერესებთ ამა თუ იმ ბლოგში. ახალ საკითხზე თუ ისაუბრებთ შეეცადეთ დაუკავშიროთ მათთვის რელევანტურ თემატიკას. 


აბზაცები, როგორც წესი, მარცხნიდან დაიწყეთ, თუმცა ციტირებისას შეგიძლიათ ცენტრისკენ გაანაწილოთ ტექსტი. განაწილებისას იფიქრეთ დისტანციაზეც.


მაგალითად, ტექსტიდან სურათამდე ძირითადად ორი ხაზის გამოყოფა მაინც არაა ურიგო იდეა. მითუმეტეს თუ სურათს აღწერას ურთავთ. 



შეჯამება


ტიპოგრაფიაც და წერის სტილიც ორიენტირებული უნდა იყოს ნავიგაციის გამარტივებაზე. განსაკუთრებით დამწყებ სტადიაზე, როდესაც მომხმარებლები არ იცნობენ თქვენ ორგანიზაციას. შესაბამისად, დიდი ალბათობით, თქვენ ბლოგებსაც არ წაიკითხავენ თავიდან ბოლომდე. 


ამი გათვალისწინებით ვებ-გვერდების სხვადასხვა ელემენტები ისე უნდა მოარგოთ მას და შეუხამოთ ერთმანეთს რომ ვიზიტორებმა სწრაფად და დაუბრკოლებლად დაათვალიერონ თქვენი კონტენტი. 


თუ თქვენ აკადემიური ვებსაიტი გაქვთ ბუნებრივია შედარებით მეტი საშუალება გაქვთ რამდენიმე რეკომენდაცია დაარღვიოთ, თუმცა აქაც საჭიროა სხვა სტანდარტების დაწესება. ეს გამოწვეული იმით, რომ მომხმარებლები მიჩვეულები არიან შაბლონური ტიპის პატერნებს.


როდესაც ვებსაიტები არასტანდარტულად ცდილობენ მათთვის ინფორმაციის მიწოდება, რეაქცია რადიკალურია. ეს რადიკალურობა კი იშვიათად გულისხმობს პოზიტიურ შთაბეჭდილებას. 


გაზიარება :