blog

ხშირი შეცდომები ბლოგებში

საკმაოდ მარტივია, რომ ბლოგების კითხვისას თქვენი აუდიტორია ან გაღიზიანდეს სტქუტურისა და კონტენტის გამო, ან უბრალოდ ინტერესი დაკარგოს.

წინასწარ ყოველი პატარა ფაქტორის გათვლა საკმაოდ რთულია, თუ აქამდე შეხება არ გქონიათ სხვადასხვა პროფესიებთან რომლებიც წერას მოითხოვენ.

თუმცა განსხვავებები მაღალ ხარისხის და დაბალ ხარისხის კონტენტს შორის ხშირად საკმაოდ მკვეთრი და აშკარაა. ამიტომაც, გვსურს რამდენიმე ძირითად ფაქტორს გავუსვათ ხაზი, რაც იმედია იმთავითვე დაგეხმარებათ თქვენც მსგავს ლაფსუსებს აარიდოთ თავი.


სკანირება

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომა რომელსაც ვაწყდებით ეხება სკანირებას. სკანირებას ვუწოდებთ იმ პროცესს, რომლის დროსაც მომხმარებელი სწრაფად გადადის კონტენტის ერთი მონაკვეთიდან მეორეზე რათა სასურველი ინფორმაცია უფრო სწრაფად იპოვოს. ამას პრაქტიკულად ყველა ადამიანი აკეთებს. განსაკუთრებით ისეთ ვებსაიტებზე, რომლებსაც კარგად არ იცნობენ.



6482149871405.jpeg


იმისთვის, რომ საიტი ადვილი დასასკანი იყოს საჭიროა ბლოგის ძირითადი ელემენტები გამოკვეთილი იყოს. აბზაცები მოკლე და ხშირი. წინადადებები შედარებით მოკლე. ლინკები ფერადი. სიები ციფრებით დანომრილი ან bullet-ებით დაყოფილი. 3-5 აბზაცში ერთხელ ვიზუალური ელემენტის გამოყენებაც რეკომენდირებულია. ეს შეიძლება იყოს გრაფიკა, სურათი ან ვიდეო.


არარელევანტურობა და არაზუსტი აღწერა

სახელიც და ჰედერებიც კონტენტს უნდა აღწერდეს აკურატულად და ისინი უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული მასთან. ესეც სკანირებასთანაა კავშირში. მომხმარებლებს სწრაფად უნდა შეეძლოთ ერთი ჰედინგიდან მეორეზე გადახტომა ისე, რომ აზრს მიყვებოდნენ.

თუმცა, არარელევანტურობა გამოიხატება უშუალოდ კონტენტის შინაარსითაც. თქვენი ორგანიზაციის მიზანი უნდა იყოს მომხმარებლებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც მათი ინტერესის არეალში ან არის ან უნდა იყოს.



648214a9e383c.jpeg


შესაბამისად, თითოეული ბლოგ პოსტის შინაარსიც და შიგთავსის სხვადასხვა ელემენტებიც ამ კრიტერიუმით უნდა შეაფასოთ.


სხვა კონტენტის არ გამოყენება

თუ ვინმე თქვენს ბლოგს კითხულობს, ე.ი., ან გაგიმართლათ ან რაღაცას სწორად აკეთებთ. ასეთ სიტუაციებში შესაძლებლობების განიავება ბუნებრივია როგორც მინიმუმ, არახელსაყრელია.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ თქვენი კონტენტით დაინტერესდა მას უნდა მისცეთ საშუალება თქვენ სხვა მატერიალსაც გადაავლოს თვალი. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს სხვა ბლოგ პოსტებს, პროექტებს, სურათებს, ვიდეოებს, ა.შ.

მთავარია, რომ განიხილოთ ამგვარი სიტუაციები, როგორც შესაძლებლობები, რომ უკეთ გააცნოთ აუდიტორიას თავი, აღუწეროთ მათ თქვენი შეხედულებები, ღირებულებები, ა.შ.



648214be56c7e.jpeg



არათანმიმდევრულობა

აქ არათანმიმდევრულობაში ვგულისხმობთ ზედმეტად იშვიათად დაპოსტვას. რაც არ უნდა კარგი კონტენტი გქონდეთ, თუ მცირე ბიზნესი გაქვთ და თვეში ერთხელ დებთ ბლოგ პოსტს, შანსი იმისა, რომ პოპულარული გახდება ისინი საკმაოდ დაბალია.

ეს საქმიანობა მოითხოვს მინიმუმ ერთ ადამიანს, რომელიც კონცენტრირებული იქნება ინფორმაციის მოძიება-დამუშავებაზე, რათა მომხმარებლებს უკვე მზა მდგომარეობაში დაახვედროს ის.

არათანმიმდევრულობა ასევე შეგვიძლია განვიხილოთ ზედმეტ ვარირებას ბლოგების თემატიკაში. თუ რომელიმე ბლოგი პოპულარული გახდა, დაუკვირდით იმას თუ რის გამო მოხდა ეს, რადგან, დიდი ალბათობით, ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მისით დაინტერესდნენ ისევ მსგავს თემატიკაზე ელოდებიან ახალ პოსტებს თქვენგან.


ზედმეტი ფორმალურობა

როდესაც პირველად ბლოგების წერას ვიწყებთ, საკმაოდ მარტივია ზედმეტად ბუნდოვნად და ფორმალურად გამოვხატოთ საკუთარი სათქმელი. თუმცა, ბლოგებს იგივე ეხება რაც ყოველდღიურ დიალოგებს.

საჭიროა მარტივად, ლაკონურად და მკვეთრად იმის თქმა რაც გვსურს. ნებისმიერი ზედმეტი ელემენტი უბრალოდ აბნევს მკითხველს. ამიტომ ჯობს ხშირად გამოიყენოთ მოკლე წინადადებები, მაგალითები, ანალოგიები, ცხოვრებისეული შემთხვევები. ჟარგონები და ტექნიკური ტერმინები კი დეტალურად ახსნათ, თუ მათ არ იცნობს თქვენი აუდიტორია.

დიალოგის ტონი ზოგადად უფრო მარტივი წასაკითხია. რასაკვირველი ყველა ელემენტი არაა გადმოსატანი. მაგალითად, ლექციის ტიტრების სიტყვა-სიტყვით გადმოტანამ შესაძლებელია სათქმელი ზედმეტად ბუნდოვანი გახადოს. ეს განპირობებულია იმ პაუზებით, ჟესტებით, მიმიკებით და საუბრის მანერით, რომლებსაც მოსაუბრე იყენებს და რომლებიც ტექსტში საერთოდ არ ჩანს.

ასევე, ზოგადად, ძალიან იშვიათად გამოიყენეთ ვნებითი გვარი. უფრო რთულია წასაკითხად ვიდრე მოქმედებითი. მოყევით მოკლე ისტორიები და დაეყრდენით მათ, თუ გამოიყენებთ ზედმეტად მტკიცე წინადადებებს და ნუ დაწერთ ისე, რომ ბლოგ პოსტი რეკლამასავით იკითხებოდეს, ა.შ. და ა.შ.

გაზიარება :