Linkers, როგორც პლატფორმა, ზედგამოჭრილია იმ მომხმარებლებისთვის რომლებიც builder-ებს იყენებენ. ონლაინ ბიზნესის განვითარების ამ ეტაპზე სამიზნო აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირების ქონა უმნიშნელოვანესია. ზუსტად ამიტომ ის ანალიტიკური ხელსაწყოები რომელიც ჩვენს ამ პლატფორმას მოყვება საკმაოდ ხელსაყრელია პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანიზაციისთვის.
თქვენი ონლაინ ბიზნესის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ეთმობოდეს საკუთარი მომხმარებლების ინტერესების, მოთხოვნილებების, პოტენციური და რეალური სურვილების გაგებას. ამ საკითხში წინდახედულობა და მომავლის განჭვრეტა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს კომპანიის პოპულარიზაციის კუთხით.
თუმცა, მომხმარებელზე კონცენტრირებული მიდგომები საკმაოდ იშვიათია და მათ შორისაც, ვისაც სურს ამ ყველაფრის უკეთ შესწავლა, გარკვეული დაბნეულობაა რადგან ზუსტად არ იციან თუ როგორ შეიძლება მოხერხდეს ეს.
ორგანიზაციის სამიზნო აუდიტორიის სეგმენტებთან ურთიერთობა საკმაოდ ფართომასშტაბიანი თემაა, ამიტომ ბუნებრივია რომ ის ერთი ორი ხელსაწყოთი ან იდეით ვერ გადაწყდება. ამისდა მიუხედავად, Linkers და მისი მსგავსი საშუალებები გაძლევთ შესაძლებლობებს რომ დამატებითი გზები გამონახოთ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად.
Linkers-ის ფუნქციები
პრაქტიკულად ყველა ჩამოთვლილი ფუნქციის უკეთ გამოყენება შეგეძლებათ თუ თქვენი ვებსაიტის ბლოგს გამოიყენებთ. ჩვენ რამდენჯერმე ვახსენეთ ბლოგების მნიშვნელობა, როგორც აქ ისევე myGO-ზე. ერთი მარტივი მიზეზია ამ ყველაფრის, ბლოგ პოსტები წარმოადგენენ ერთგვარ მედიუმს სადაც შეგიძლიათ ლინკები განათავსოთ და რომლითაც შეგიძლიათ აუდიტორიის სეგმენტები მიიზიდოთ რომ გამოიყენონ ეს ლინკები.
პირველ რიგში, Linkers ამოკლებს ლინკებს, აორგანიზირებს მათ სხვადასხვა space-ების მიხედვით, გაძლევთ ლინკებზე პაროლების დაყენების საშუალებას, ისევე როგორც მათთვის timer-ის დანიშვნის ფუნქციას. შემოკლება შეგიძლიათ ესთეტიური კუთხით გამოიყენოთ - ბრენდინგისთვის, დროებითი და პაროლიანი ლინკები კი როგორც აქციებისთვის, ასევე VIP მომხმარებლებისთვის ან თუნდაც შიდა-ორგანიზაციული ან პირადი მიზნებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ლინკების კლასიფიცირება კი გამოსადეგია როდესაც pixel-ებს იყენებთ მომხმარებლებზე ინფორმაციის მისაღებად. Pixel-ების არის მომხმარებლების დაჯგუფების საშუალება. როდესაც თქვენ რომელიმე კონკრეტულ ლინკს ისინი იყენებენ თქვენ სტატისტიკაში აღინიშნებიან კონკრეტული მომხმარებლები, რა შემთხვევაშიც თქვენ გექნებათ ინფორმაციას მათ ბრაუზერზე ან მოწყობილობაზე, ისევე როგორც ქვეყანა ან ენა.
აღსანიშნავია, რომ Linkers აქვს timeline, რომლის მიხედვითაც გასაგები ხდება აქტივობის პერიოდები, რაც გამოსადეგია იმის გასარკვევად მოქმედებს თუარა თქვენი აქციები, ინიციატივები და ციფრული სტრატეგიები.
დამატებით, შეგიძლიათ კონკრეტულად იმ ადამიანებს დაურეკლამოთ სხვადასხვა კონტენტი, რომლებმაც ესა თუ ის ლინკი გამოიყენეს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი უნდა შეატყობინოთ მათ, რათა იცოდნენ ზუსტად რისთვის იყენებთ ამ ინფორმაციას და საერთოდ რა ტიპის მონაცემებს ფლობთ მათ შესახებ.
ასეთი სპეციფიური რეკლამირების მედიუმი გამოსადეგია როდესაც შეგიძლიათ ინტერესების მიხედვით დაყოთ თქვენი აუდიტორიის სხვადასხვა ნაწილები. რაც რესურსებსაც და დროსაც დაგაზოგინებთ.
Linkers აი ამ პლატფორმებთან არის ინტეგრირებული: Google Ads, Google Analytics, Google Ad Manager, Facebook, LinkedIn, Twitter, Pinterest, Bing, Quora, Adroll.
სამიზნო აუდიტორია - ბიზნესის ქვაკუთხედი
ჩვენ იმედი გვაქვს რომ როგორც Linkers, ისევე mySEO, Server1, myGO & Wik დაგეხმარებათ ნაბიჯების უკეთ და უფრო გააზრებულად გადადგმაში.
ჩვენი ორგანიზაციის მიზანია გარკვეული ჰოლსიტური პროდუქტის და სერვისების შექმნა იმისათვის რომ, ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ორგანიზაციებს ჰქონდეთ რესურსები რომ პოტენციურ რისკებს წინასწარვე აარიდონ თავი.
ამგვარი თავსატეხებისთვის თავის არიდება ორმხრივად მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ასეთი პრობლემები იწვევს სტრესს თანამშრომლებში, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება მათ ცხოვრებაზე თუ რესურსები არ აქვთ რომ ამ სტრესს გაუმკლავდნენ. მეორე მხრივ კი, მომხმარებლებიც ზარალდებიან არასრული ან დეფექტური სერვისების შეთავაზებით.
რადგან ჩვენთვის ეთიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტია ეს ორი მხარე, შესაბამისად, ცენტრალური ხდება ჩვენს სტრატეგიებში და გადაწყვეტილებებში.
სოციალური მედიის მოხმარება
ერთი ძალიან ხელსაყრელი ფუნქცია უთითებს თუ რომელი ვებსაიტიდან გადმოდიან მომხმარებლები თქვენს საიტზე. თუ თქვენი ბრენდი რამდენიმე სოციალურ პლატფორმაზე აქტიურობს, შეგიძლიათ გაარკვიოთ ზუსტად როგორაა გადანაწილებული კონვერსიების რაოდენობა.
რასაკვირველია კონვერსიებით მხოლოდ არ ისაზღვრება ეფექტურობა, თუმცა ეს მონაცემები დაგეხმარებათ გაიგოთ რომელ პლატფორმაზე შესაძლოა გჭირდებოდეთ სერვისების გაუმჯობესება.