blog

SEO-ს გავლენა თქვენს ვებსაიტზე

დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი ონლაინ ბიზნესი ხვდება SEO-ს (საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია) მნიშნელობას მათი საიტის პოპულარიზაციასთან  მიმართებაში. მისი როლი უმნიშვნელოვანესია თქვენი მომხმარებლების დაინტერესებაში. პირველ რიგში, SEO წყვეტს საერთოდ ნახავს თუ არა ესა თუ ის ადამიანი თქვენს საიტზე.


მარტივი სიტყვებით, SEO არის თქვენი საიტის რანჟირება (რომელ გვერდზეა, გვერდის დასაწყისშია თუ ბოლოში, ა.შ) Google-ში, Bing-ში და მსგავს საძიებო სისტემებში. ამ მხრივ შეგიძლიათ ძალიან დიდი დრო და რესურსები დაზოგოთ, რადგან აღარ მოგიწევთ გამუდმებით სხვადასხვა პლატფორმებზე უამრავი მარკეტინგული კამპანიის წამოწყება. ვიზიტორები თვითონვე დაგიკავშირდებიან რადგან წააწყდნენ თქვენს საიტზს გარკვეული საკვანძო სიტყვების ან ფრაზების ძიებისას.


მაგალითად: თუ თქვენ გაქვთ ლეპტოპების ბიზნესი, როდესაც მომხმარებელი ეძებს macbook-ის რომელიმე მოდელს, თქვენი SEO მაჩვენებლები წყვეტენ ამოუგდებს თუ არა მათ თქვენ საიტზე. რომელ გვერდზე გამოჩნდება და რომელი იქნება რიგში ამა თუ იმ გვერდზე ეს გადამწყვეტ როლს თამაშობს. ადამიანები, განსაკუთრებით საქართველოში, ნაკლებად ენდობიან აბსოლუტურად უცხო კომპანიებს და ძირითადად ორგანიზაციის პოპულარულობას ენდობიან. 


ამიტომ თუ თქვენი საიტი არ არის პირველივე გვერდზე, პირველ სამს შორის, დიდი ალბათობით ტრაფიკიც ძალიან ცოტა გექნებათ. 



639b0aaf7e719.jpg



SEO-ს ძირითადი კრიტერიუმები


გასაკვირი არ უნდა იყოს რომ ვებ-გვერდების სისწრაფე უმათავრესი კომპონენტია ამ კუთხით. სისწრაფეში ბევრი სხვადასხვა კომპონენტი იგულისხმება. ჩვენ, myGO-ს და Server1-ის რამდენიმე ბლოგი შემოგთავაზეთ ამ საკითხებზე. შესაბამისად, აქ დიდ დროს აღარ დავუთმობთ.


მორიგი საყურადღებო ასპექტი ხელმისაწვდომობაა. ეს საკითხიც საკმაოდ ხშირი თემაა ჩვენთან, რადგან ერთი მხრივ ვებ-ხელმისაწვდომობა უფრო ეთიკური მიდგომაა თქვენი სამიზნო აუდიტორიის მიმართ და ამასთანავე საჭიროა თუ გსურთ რომ თქვენი საიტი ეფექტური და პრაქტიკული იყოს. შეგიძლიათ სხვადასხვა ხელსაწყოები ნახოთ, რომლებიც დაგეხმარებათ ამ საკითხში განვითარებაში. 


ვებ-ხელმისაწვდომობის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტებია: ლინკების გამართულად გამოყენება (უფუნქციო ლინკების წაშლა, აღწერა იმის თუ ლინკს სად გადაყავს ვიზიტორი, ა.შ), alt-tag-ების დართვა სურათებზე (ანუ სურათის აღწერის; იმ მომხმარებლებისთვის რომლებიც ვერ ახერხებენ მის დანახვას), ფერების სწორად ხმარება (მაგ: მოერიდეთ შავ ფონს და თეთ ტექსტს ან ზედმეტად სუსტ კონტრასტს) და სხვა მრავალი.


ასევე, გაითვალისწინეთ საკვანძო სიტყვების და ფრაზების როლი. ეს საკმაოდ რთული საკითხია და კონტექსტუალურია იმის მიხედვით თუ რომელ ინდუსტრიაში ხართ, რას ეძებს თქვენი საშუალო მომხმარებელი, როგორი სიტყვებიც ეძებს მას, ა.შ. ამ ყველაფრის გარკვევას დრო, ტესტირება და ინდუსტრიის ცოდნა უნდა. 



639b0ac6ca2a3.jpg



SEO-ს პრიორიტეტულობა


რა თქმა უნდა, ონლაინ ბიზნესის სხვადასხვა ნაწილები შინაარსობრივად უფრო აღსანიშნავია ვიდრე ისეთი ტექნიკური ასპექტი როგორსაც ჩვენ ამ ბლოგში ავღწერთ. თუმცა, ამის მიუხედავად SEO არის ერთგვარი ბარიერი რომელიც გამოყოფს არაპოპულარულ ორგანიზაციებს პოპულარულებისგან. 


მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ SEO გარკვეული არასასიამოვნო ელემენტია რომელიც მოწესრიგებული უნდა იყოს მხოლოდ იმიტომ რომ თავიდან მოვიშოროთ. თუნდაც ხელმისაწვდომობა იმდენად მნიშვნელოვანია რომ SEO-სთვის რესურსების დათმობა მხოლოდ მის გამო ღირს. 



ბლოგის როლი


ბლოგ პოსტები ბევრი ორგანიზაციის მარკეტინგული ქვაკუთხედია. ეს ეხება როგორც თუნდაც სოციალური მედიის პლატფორმის კამპანიებს, ასევე უშუალოდ საძიებო სისტემებსაც. 


ამ მედიუმით შეგიძლიათ ლინკები გამოიყენოთ ისე რომ ეს პოზიტიურად აისახოს SEO-ზე, დაამატოთ რელევანტური საკვანძო სიტყვები და ფრაზები (გაითვალისწინეთ რომ ჰედერებს უპირატესობა ენიჭებათ) და მომხმარებლები დიდხანს გააჩეროთ თქვენს ვებსაიტზე. 



639b0adf17c39.jpg



ამასთანავე, უკეთესი იქნება თუ თქვენი ბლოგ პოსტები ძალიან მოკლე არ იქნება. როგორც წესი, მინიმუმ 400-500 სიტყვა მაინც უნდა იყოს რომ უარყოფითად არ იმოქმედოს თქვენს SEO-ზე.



მომხმარებლის პერსპექტივა


რასაკვირველია, ყველა პრობლემას თავს ვერ აარიდებთ. ეს მიზნად დასახული არც უნდა გქონდეთ წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავ დამატებით სირთულეს წააწყდებით.


თუმცა, შეგიძლიათ თქვენს ვებ-გვერდებს შეხედოთ მომხმარებლის გადმოსახედიდან რაც დაგეხმარებათ უკეთ დაინახოთ პოტენციური დაბრკოლებები.


აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ადამიანი მალე ეჩვევა საიტს, მის სტრუქტურას და დიზაინს, ამიტომაც კარგი იდეაა პერიოდული ტესტების ჩატარება თქვენს მომხმარებლებზე. თუ ამის საშუალება არ გაქვთ ყოველთვის არის ვარიანტი ახლობლებისთვის ან მეგობრებისთვის თხოვნა რომ გადახედონ თქვენს ვებსაიტს. 


გაზიარება :